ჯანო ანანიძე ნიანგთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
ამ დღეებში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" "მილანისგან" 22 წლის თავდამსხმელს მ'ბაიე ნიანგს 18 მილიონ ევროდ შეიძენს, ოთხსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 3 მილიონს დაუნიშნავს.

ეს ნიანგი როსონერიმ 2012 წელს "კანის" დუბლებიდან გადაიყვანა, მაგრამ დიდად არ გამოადგა და 2014-დან გაიჯარებული ყავდა. მ'ბაიე ასე დაახასიათა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯონ ბრედლიმ:"ნიანგი "კანიდან" მახსოვს, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და ამიტომ გადაიბირა "მილანმა". ენერგიულია, სულ დარბის, მაგრამ დარბის უაზროდ.

"უოტფორდში" ნახევარი სეზონი იყო და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. "სპარტაკში" გადასვლა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისთვის უნდა. მისი შეძენა
დიდი რისკია. სახალხო გუნდს უფრო ცენტრბეკი და განაპირა მცველი სჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 11 /
არ მახსოვს რომელი მწვრთნელის ხელში მაგრამ მიუნხენის ბაიერნსაც ჰყოლია თავის დროზე ასეთი უაზროდ და ენერგიულად მორბენალი ფეხბურთელი, ოღონდ მარცხენა მცველი თურმე, რომელიც რომ გაიკრავდა მოწინააღმდეგის კუთხურის ხაზს ისე გადაკვეთავდა ხოლმე ბურთიანად რომ ტრიბუნებზე ძლივს აჩერებდნენ და გუნდიდან გააგდეს...:)))
დათო
18 აგვისტო 2017 09:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული