"საბურთალო": რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ბერლინის "უნიონის" სკაუტები?

AutoSharing Option
"საბურთალოს" პრესსამსახურმა ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც საფეხბურთო კლუბის პოლიტიკაზეა ლაპარაკი. ცნობილ ტრანსფერებთან ერთად, აქ უცნობი ფაქტებიც არის მოყვანილი. მაგალითად, შევიტყვეთ, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელი გუკა ხვედელიძე იტალიური გრანდის, "მილანის" ასაკობრივ გუნდში წავიდა, ხოლო ნიკა არველაძე - კიევის "დინამოს" აკადემიაში.

დაბოლოს, "საბურთალოს" მიერ გავრცელებულ ცნობაში უახლოესი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემაზეც წერია:

"კლუბი მომავალშიც მაქსიმალურად ეცდება ფეხბურთელების წამყვან ევროპულ კლუბებში ინტეგრაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული ლიგის მატჩებს ესწრებოდნენ ბერლინის "უნიონის" სკაუტები და უკრაინის წამყვანი საფეხბურთო სააგენტოს ხელმძღვანელი
ივან პიროჟენკო
. ასევე, თვის ბოლოს ველოდებით გერმანული სამენეჯერო სააგენტოს თავკაც მანფრედ შულტეს".

სწორედ ეს არის საინტერესო მინიშნება. გუშინდელ ნომერში "ლელო" წერდა, რომ მიმდინარეობს მუშაობა თბილისური გუნდის კაპიტნის, გიორგი ხარაიშვილის გერმანულ ტრანსფერზე. ვნახოთ, რა მოხდება.

- [ექსკლუზივი] გიორგი ხარაიშვილი გერმანიაში მიდის

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული