გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა

AutoSharing Option
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი საოპერო მომღერალი და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა.

ზურაბ სოტკილავამ საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სოხუმის "დინამოში" დაიწყო. 1955 წელს თბილისის "დინამოში" გადავიდა. მისი დებიუტი დონეცკის "შახტიორთან" მატჩში შედგა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახდა.

1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში ზურაბ სოტკილავამ მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა.

ზურაბ სოტკილავა ყველაზე მეტად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნობით ამაყობდა, რომელიც სსრკ-ის ჩემპიონი გახდა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მომღერლის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ სოტკილავას მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
1988 წელს ზურაბ სოტკილავას მიმართ, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან აპლოდისმენტებს იღებდა, რამდენიმეკაციან ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავს, თან გაჰკიოდნენ თურმე:„გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს!“

ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა…

ეტყობა კი არა, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სოტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის „დინამოშიც“ კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა.



ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა.
მეორე დღეს კი ყველა იტალიური გამოცემა წერდა: „საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.
მასალა აღებულია ღია წყაროდან „დიდი ქართველები“
მეხსიერება.
21:50 19-09-2024
0
ვისაც არ მოსწონს კომენტარები მეგრულად ქეცბას დავესესხები და ცივი წუალი დალიოს
ბაჩო გ
17:08 19-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული