- ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
- კახა კალაძე: მსოფლიო ვარსკლავების მატჩში მეც ვითამაშებ
- ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ
გასაგებ მიზეზთა გამო ამ ვარსკვლავების კარიერის საუკეთესო წლები ძირითადად ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ისიც
რა თქმა უნდა, ახლოვდება არჩევნები და, გინდა თუ არა, ტვინში მაინც გაგკრავს ეს, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი და გაზომე - ეს მოვლენა მაინც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის მორიგი პოლიტიკური გამოცდა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა ჩააბაროს...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ მატჩს მიზანი და დანიშნულება აქვს ისეთი, უკეთესს კაცის ენა რომ ვერ იტყვის - ამ ზაფხულს გადამწვარ ბორჯომის ტყეს აღდგენა სჭირდება და როცა ჩვენ ყოველდღიურად ვირტყამთ მჯიღს მკერდში და საქართველოს ერთგულება-სიყვარულს ვეფიცებით, 5 ლარის გადახდა ნამდვილად არ უნდა დაგვეზაროს.
მეორეც: ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, ცოცხლად ვნახოთ ის ვარსკვლავები, რომელთა თამაშიც ცოტა ხნის წინ ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. ბოლოს და ბოლოს, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პირველად ვნახავთ ფრანჩესკო ტოტის. მას შემდეგ, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, ის არც არავის უნახავს მწვანე მინდორზე და თბილისელი მაყურებელი ამაში პირველი იქნება...
არ მესმის იმ ხალხის, ვინც ასეთ ღონისძიებებს მხოლოდ არჩევნებს უკავშირებს. დალოცვილო, წადი სტადიონზე, შეირგე დიდი სანახაობა და როცა არჩევნებზე წახვალ, ხმა იმას მიეცი, ვისაც გინდა! მორჩა და გათავდა!
მე სხვა რამის უფრო მეშინია: ამ ერთჯერადმა და მართლაც კარგმა ღონისძიებამ არ გადაფაროს ის მილიონი პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ფეხბურთშია. წინა ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციას თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში საამაყოდ მხოლოდ ის ჰქონდა, რომ თბილისში სუპერთასი ჩატარდა.
მე მართლა ვისიამოვნე ლიონელ მესის თამაშის ნახვით, ძალიან ბევრი გოლითა და გახსნილი ფეხბურთით, მაგრამ რამდენიმე საათში წავიდნენ ეს ვარსკვლავები, დავრჩით მარტო ჩვენი პრობლემების პირისპირ და პასუხგაუცემელი კითხვებით, რომლებზეც დღეს მით უმეტეს ვეღარ მივიღებთ პასუხს...
იმედია, ეს ასე არ მოხდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდხანს არ გაუგრძელდება ტკბობა ამ მართლაც ძალიან კარგი ღონისძიებით, ვარსკვლავები კი მოინდომებენ, რიგ ეპიზოდებში საკუთარ თავს აჯობებენ და კარგ ფეხბურთს აჩვენებენ "დინამო არენაზე" მისულ გულშემატკივარს...
გვესმის, დღეს საქართველოში ბევრს არ ულხინს, მაგრამ ბილეთის ფასი ისეთია, საშუალო, რიგითი ქომაგი და იმაზე ცოტა უფრო გაჭირვებულიც უნდა შესწვდეს.
ბოლო წლებში ჩვენში ნიჰილიზმს არნახული გაქანება მიეცა. გვაქვს ნდობის დეფიციტი და ყველაფერში ცუდს ვხედავთ. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"