საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ვარჯიში და კომენტარები

AutoSharing Option
26 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან თბილისში ჩაატარებს. მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 20:30 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს პირველი არხი წარმოადგენს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ 2:2 დასრულდა. დღევანდელი მატჩის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.

მატჩთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა.

ავთანდილ ასათიანი:
"ჩვენ მართლაც ბევრი
ვიმუშავეთ, რუმინეთის ნაკრებს კი, ფაქტობრივად, ხუთი თითივით ვიცნობთ. ის შეცდომები, რაც რუმინეთში გვქონდა, დეტალურად განვიხილეთ. ვეცდებით, რა თქმა უნდა, რომ შეცდომები თბილისურ მატჩში არ გავიმეოროთ. გუნდში განწყობა ძალიან კარგია".

მურთაზ კაკაბაძე:
"რუმინეთში ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაგვიტანეს, საკმაოდ გამოცდილი ნაკრებია და აქვთ დამუშვებული რამდენიმე კომბინაცია. მაგრამ თამაშის შემდეგ გავაანალიზეთ ეს ყველაფერი და ხვალ ვეცდებით, აღმოვფხვრათ ის შეცდომები".

დავით ბობოხიძე:
"ეს ჩვენთვის ისტორიული თამაშია - შანსი გვაქვს ისტორია დავწეროთ. გავაკეთოთ ის, რაც ჩვენამდე არავის გაუკეთებია. მომავალი თამაშისთვის, რა თქმა უნდა, მომზადებული ვართ 100%-ით. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი გულშემატკივრის, რომლის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ზვიად კუპატაძე:
"მთავარია, გვერდში დაგვიდქეთ გულშემატკივრები და დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი თუ მკვდარი, მოედანზე დავტოვებთ ყველაფერს".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესეთია:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც ისტორიული შანსია და ჩვენი ვალია გვერდში დავუდგეთ გუნდს.
grisha dedakimovi
01:13 26-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული