ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთთან 1:3 დამარცხდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ და მოთამაშე ირაკლი თოდუამ გააკეთეს:

ზვიად კუპატაძე: "დიდი მადლობა ბიჭებს. ყველაფერი ჩადეს წარმატებისთვის, ყველამ იომა. მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა ამ ევროპის ჩემპიონატზე.

ვიცი, ამ დონის თამაშები როგორ წარიმართება და როგორი რთულია ემოციურად. ჩემი მიზანი იყო სპორტის ეს სახეობა ყველას გაეცნო და გამხდარიყო უფრო პოპულარული.

ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ახლა ისტორია უნდა გადავწეროთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი შემდეგი მიზანი
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა".

ირაკლი თოდუა: "პირველი ორი თამაშის მოგების შემდეგ ჯგუფში ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი შევასრულეთ და საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდით. რუსეთის ძლიერ ნაკრებთან რაც შეგვეძლო, ყველაფერი ჩავდეთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარმა ეს დაინახა.

ვაგრძელებთ ახალი მიზნისთვის ბრძოლას და ვიწყებთ მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან პესიმისტურავ ვიყავი განწყობილი წინა თამაშიდან გამომდინარე. ვაღიარებ შევცდი პროგნოზში, მადლობა ბიჭებს, თიტქმის თანაბარი თამაში იყო. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, რომ არა მოკლე სათადარიგო საკამი. ევროპის 8 გუნდში შესვლა დიდი წარმატებაა, მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს.
გიზოგ
15:36 02-02-2022
0
არ ვიცი ვინ როგორ, მე პირადად ენა არ მომიბრუნდება მადლობის მეტი რამე ვთქვა ამ თავდადებული ბიჭების მიმართ. მე არც კი ვიცი ტარდება თუ არა ჩვენთან ფუტზალი და რა პირობებში, სხვა და სხვა მიზეზთა გამო არც ნაკრების თამაშებზე ვყოფილვარ. საინტერესოა ვისი კრიტიკაც ისმის კომენტარებში ისინი თუ ყოფილან. საინტერესოა ამ ბიჭებს რა პირობებში უწევთ ვარჯიში და რა ცხოვრების პირობები აქვთ იმ ხელფასით რაც ააქვთ, თუ საერთოდ რამე აქვთ ესეც არ ვიცი. ვფიქრობ რომ გავიგოთ მათი ხელფასები და სავარჯიშო პირობები ჩვენ ყველანი ალბათ დავრჩებით შეურაწყოფელი, მათზე აღარ ვლაპარაკობ. ეს ბიჭები ვინც ჩვენ ჩემპიონატში თამაშობენ ენთუზიასთები არიან, არაჩვეულებრივი ფანატები თავიაანთი საქმის და რაც შეძლეს მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით. ჩვენი ნაკრები იმ ჩემპიონატით, ფინანსებით და პირობებით არანაირად არ იმსახურებდა 8 უძლიერეში შესვლას. ბიჭები თავს ზემოთ ახტნენ. დიდი მადლობა ბიჭებო ყველაფერისათვის, თქვენ ისტორია დაწერეთ. ჩვენ თქვენ გაფასებთ. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!
G.LA
09:52 02-02-2022
0

სიახლეები პოპულარული