22:12 26-09-2017
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
საპასუხო მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე, მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ.
სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. ტაიმი ასეც დასრულდა - 3:3.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ, რასაც მალევე ნიკოლოზ კურტანიძემ გოლითვე უპასუხა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობდა, შეუტია კიდეც, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო - სავიომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამის შემდეგ რუმინელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს...
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
Es mwvrtneli dzalian sustia
Warmatebebi!