რევაზ გოცირიძის გუნდი შესარჩევი ციკლის პირველი წრის პირველ შეხვედრას სტუმრად თურქეთის ქალაქ ბურსაში, ადგილობრივ "ბურსასფორთან" გამართავს. მატჩი ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი თურქეთში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
თორნიკე მეგრელიშვილი, გოგა ნასყიდაშვილი, ნიკოლოზ მალი, ცოტნე კაპანაძე, თომა ხუბაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ანდრია ფურცელაძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ქართული გუნდებიდან პირველად 2015 წელს სწორედ "საბურთალომ" იასპარეზა, მომდევნო წელს - თბილისის "დინამომ".