რივალდოს და ტოტის სელფები და პოსტები თბილისში გამომგზავრებამდე

AutoSharing Option
29 სექტემბერს ფეხბურთის გულშემატკივარი მას შემდეგ ელოდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მეგავარსკვლავები საქართველოსთვის საქველმოქმედო მატჩს გამართავდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

თბილისური მატჩის მონაწილე რივალდომ "ფეისბუქში" "სელფი" გამოაქვეყნა და გულშემატკივარს თბილისში გამგზავრების ამბავი ფრანკფურტიდან ამცნო.

"ფრანკფურტში ჩამოვედი, ცოტა ხნით მილანში გავჩერდები და ღვთის წყალობით, ხვალ საქართველოში ვიქნები", - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ბრაზილიის
ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.

"გეზი ავიღეთ თბილისისკენ, ხვალ მოედანს ვუბრუნდებით. ავტობუსიც სწორად არის შერჩეული", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს იტალიელმა ვარსკვლავმა ფრანჩესკო ტოტიმ დაწერა. გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რატომ არის ავტობუსი სწორად შერჩეული - მინაზე "10 ნომერი" აწერია, რომელითაც ის "რომაში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაჩუქეთ ვინმემ ბილეთი :(
shako
14:31 29-09-2017
1
თავიდან როცა გახმაურდა ამ მატჩის ჩატარების გეგმა მიზანი იყო ტყის აღდგენისთვის გადარიცხვა შემოსული თანხის მაგრამ თუ ამათ სმა-ჭამაში უფრო მეტი დაიხარჯება აზრი? ჩემზე მეტად ამათი ნახვა არავის ენდომება მარა ნუ მოყავთ მიზეზი ტყის აღდგენა ვენაცვალე მარკს დისლაიქები რო არ დაემატებინა ბოღმისგან გასკდებოდით :დ
ნოდო
13:42 29-09-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული