- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა
თბილისში გასამართი მატჩით უცხოური გამოცემებიც არიან დაინტერესებულნი. ყველაზე დიდ ინტერესს ფრანჩესკო ტოტის მოედანზე დაბრუნება იწვევს. თუ რას წერენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, იხილეთ სტატიაში:
zbirna.com: "29 სექტემბერს "მილანის", კიევის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, კახა კალაძის მიერ ორგანიზებული მატჩი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს მსოფლიოს ვარსკვლავთა
Gazzetta dello Sport: "მილანი"- "რომა" თბილისში! ფაქტობრივად, იტალიურ დაპირისპირებას "დინამო არენაზე" 55 000 ადამიანი დაესწრება. "ჯალო-როსონერის" კერპებს - პაულო მალდინისა და ფრანჩესკო ტოტის ერთ გუნდში ვიხილავთ. იტალიელი ფეხბურთელები მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ. რა თქმა უნდა, მატჩში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი "როსონერი" კახა კალაძე".
foxsports: "საქართველოს დედაქალაქში ყველაფერი მზად არის დიდი მატჩის დასახვედრად, "მილანისა" და "რომას" დროშების დამცველები ერთიანდებიან დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ. ორი დიდი კაპიტანი - პაულო მალდინი და ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ახლახანს 4 წლის გახდა, 55 000 გულშემატკივრის წინაშე მონაწილეობას მიიღებს ვარსკვლავთა მატჩში. ეს ღონისძიება დაეხმარება საქართველოს ბორჯომის ტყის აღდგენაში, რომელიც ამ ზაფხულს ნაწილობრივ დაიწვა. ღონისძიების წარმომადგენლებმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამონახეს საუკეთესო გზა, რომ დახმარებოდნენ საკუთარ ქვეყანას".
goal.com: "მე-7 ტურში "მილანისა" და "რომას" დაპირისპირებამდე, "როსონერისა" და "ჯალოროსის" ყურადღება თბილისისკენაა მიმართული, სადაც მათი ლეგენდები ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღსადგენად გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მოედანს უბრუნდება დიდი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ჩამოკიდებულ ბუცებს ერთი ღამით კვლავ ჩაიცვამს".
tuttoasroma.it: "ფრანჩესკო ტოტის არ უყვარს "კარბონარა", რადგან "მძიმე" საკვებად მიიჩნევს, მაგრამ თუ ის გასინჯავს ხინკალს, ეს მისთვის იქნება კალორიების ბომბი. ტოტი დათანხმდა, ეთამაშა კახა კალაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საქველმოქმედო მატჩში. თბილისის სასტუმროში მისვლისას, შესაძლოა, მას მოეწონოს ერეკლე წულაძის თანამედროვე ქანდაკება, რომელიც ფოიეშია განთავსებული და 28 000 ევრო ღირს. მაგრამ ტოტისთვის უმჯობესი ხინკლის ყიდვა იქნება, რადგან ის მხოლოდ 35-40 ცენტი ღირს.
რაც შეეხება თბილისს, ამინდი ცვალებადია, კავკასიური ცივი კლიმატი კი ამ დღეს მოღრუბლულობასა და საშუალოდ 10 გრადუს ტემპერატურას გვპირდება. ყველაზე პოპულარული ქუჩა თბილისში არის "რუსთაველი", სადაც ძალიან ბევრი სასტუმროა, კაფეები კი ლამაზი ინტერიერით არის გაფორმებული. იქ ხალხი ცხელ შოკოლადს მიირთმევს, ქუჩაში კი ყველა საუბრობს კახა კალაძეზე, რომელიც მერის არჩევნებზე იყრის კენჭს".