14:44 29-09-2017
კახა კალაძისა და ერნან კრესპოს ვიდეომიმართვა [VIDEO]
AutoSharing Option
- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა
კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვიდეომიმართვა თბილისში სტუმრად მყოფ არგენტინელ ერნან კრესპოსთან ერთად გამოაქვეყნა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო-საფეხბურთო მატჩი გაიმართება, სადაც ჩვენი მეგობრები ჩამოდიან. შეხვედრით უამრავი ადამიანი და გულშემატკივარია დაინტერესებული. მინდა, ყველა ჩემს თანაგუნდელს ჩამოსვლისთვის მადლობა გადავუხადო.
ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება იმის გათვალისწინებითაც, რომ საქველმოქმედო თამაშია. დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს იმ საინტერესო ვარსკვლავებთან შეხვედრით, ვისაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობდა", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა, სახელწოდებით - "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის", 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Krespom ise chamoayaliba ver daamateb verafers
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.



სიახლეები
პოპულარული

