7 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივთა გუნდი "ლიდერი" და იტალიის ნაკრების ვეტერანები დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 7 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩი გაიმართება გუნდ "ლიდერსა" და იტალიის ვეტერანთა ნაკრებს შორის. მატჩი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაში სტადიონ "ახმატ-არენაზე" გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
- ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]
რაც შეეხება მეორე გუნდს, "ლიდერს" ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უკაპიტნებს, გუნდში კი სხვებთან ერთად იქნებიან: ფეხბურთელი ალეკსანდრ კერჟაკოვი, რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ვალერი კარპინი.
ცნობისთვის, "ლიდერსა" და იტალიის ნაკრების ვეტერანებს პუტინის 63-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში 2015 წელსაც უთამაშიათ.
დაბადების დღის საჩუქარიც ამას ქვია!