იტალიური ფეხბურთის ლეგენდები თბილისის შემდეგ გროზნოში, პუტინის პატივსაცემად ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ლეგენდები თბილისური მატჩის შემდეგ თამაშს გროზნოშიც აპირებენ.

7 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივთა გუნდი "ლიდერი" და იტალიის ნაკრების ვეტერანები დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 7 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩი გაიმართება გუნდ "ლიდერსა" და იტალიის ვეტერანთა ნაკრებს შორის. მატჩი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაში სტადიონ "ახმატ-არენაზე" გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც წყარო იუწყება, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ითამაშებენ: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სხვები... შეგახსენებთ, რომ დასახელებულ იტალიელ ფეხბურთელთაგან 29 სექტემბერს თბილისში, საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" მონაწილეობის მისაღებად მასიმო ოდო იმყოფებოდა.

- ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება მეორე გუნდს, "ლიდერს" ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უკაპიტნებს, გუნდში კი სხვებთან ერთად იქნებიან: ფეხბურთელი ალეკსანდრ კერჟაკოვი, რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ვალერი კარპინი.

ცნობისთვის, "ლიდერსა" და იტალიის ნაკრების ვეტერანებს პუტინის 63-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში 2015 წელსაც უთამაშიათ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი 200 კგ ტროტილის ექვივალენტი მაგ სტადიონზე, თავის პუტინ-კადიროვიანად! ამაზე უკეთეს სანახაობას ვერ ინატრებდა მსოფლიო!
antibneleti
05 ოქტომბერი 2017 08:11
1
"ბრავო" კალაძე! გასაჯაროვდეს, რა თანხა დაუჯდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას "ვარსკვლავების" ჩამოყვანა?!
დაბადების დღის საჩუქარიც ამას ქვია!
ანზორი
04 ოქტომბერი 2017 23:10
7
კალაძის მეგობრები არა ფლავი
Sergi
04 ოქტომბერი 2017 15:35
22
არა სეროჟ, შენი ხათრით ჩამოვედით.
შევჩენკო
04 ოქტომბერი 2017 18:07
6
მთავარი ვარსკვლავებიდან, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, არცერთი არ იქნება ამ თამაშზე, ასე რომ სრულიად აბსურდული და სულელურია ამ თამაშების ერთმანეთთან შედარება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
04 ოქტომბერი 2017 14:54
6
ასეთ ხალხთან მეგობრობს კალაძე, აი ამაზეა ნათქვამი მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ, ჩვენი ტყეები ფეხებზე არ ჰკიდია ყველას, პუტინის ტრაკის სალოკად იწევს ყველა, ჩვენიანიც და სხვაც, იემდია შევჩენკო არ ჩავა, თორემ კალაძეს თუ დაუძახეს, გაიქცევა
zviadi
04 ოქტომბერი 2017 14:20
56
ხოო ცუდ ხალხტან ქონია მეგობრობა მალდინი ტოტი რივალდო შევჩენკო კიდევ რომელი ცუდები ცუდები ჩამოვთვალოთ
joni
04 ოქტომბერი 2017 21:41
3
zviadi-ს აბა,აბა, ეგენი სიგარეტსაც ეწევიან და კიდევ დედაზე იგინებიან, ცუდ ბიჭებთან მეგობრობს კალაძე:))):)):)):))):)))
tazo
04 ოქტომბერი 2017 16:43
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული