"დინამოს" თავდამსხმელს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით "ჩელე-პელე" შეარქვა, 2 ოქტომბერს დაბადებიდან 62 წელი შეუსრულდა, თანაც, ეს იმ დროს შეარქვეს, როცა ნამდვილი ფეხბურთი გვქონდა და მწვერვალებს ვეთამაშებოდით.
ჩელებაძეს სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა და მათი ჩამონათვალი ბევრზე მეტყველებს. გარდა იმისა, რაც საბჭოთა ნაკრებთან ან თბილისის "დინამოსთან" ერთად მოიგო, ინდივიდუალურ ჯილდოებს შორის უნდა აღვნიშნოთ სსრკ-ის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1984, 27
ის იყო იმ საბჭოთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც 1980 წელს ბრაზილიას "მარაკანაზე" 2:1 მოუგო.
ის არ იყო ნოდარ ახალკაცის დროინდელი "დინამოს" ლიდერი, მაგრამ ხალხს მაინც უყვარდა. ამიტომაც არის, რომ საშუალო თაობას დღესაც კარგად ახსოვს მის მიერ არტისტულად შესრულებული პენალტები. გამორბენის დროს მეკარე მარჯვენა ფეხზე რომ უყურებდა, მოულოდნელად, საყრდენი მარცხენა ფეხის წვერით დაარტყამდა და სახტად დატოვებულ გოლკიპერს ბადიდან სევდიანად გამოჰქონდა ბურთი...
საინტერესო მოგონებები გავრცელდა, თუ რა ისტორია გადახდა ჩელებაძეს მოსკოვის "სპარტაკის" ბაზაზე: ერთხელ ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშზე მისული ოლეგ რომანცევმა წარუდგინა გუნდს, როგორც პენალტების საუკეთესო შემსრულებელი. მეკარე ფილიმონოვმა (მომავალში რუსეთის ნაკრების მეკარე) ეჭვნარევად გახედა. რომანცევმა ეს "დაიჭირა" და ჰკითხა: 10-12 წელია, ჩელებაძემ ფეხბურთს თავი დაანება და ზედმეტი 25-30 კილო აქვს. ასეთ მდგომარეობაში რამდენ პენალტს გაგიტანსო? ალბათ, ათიდან ერთსო, - უპასუხა ფილიმონოვმა.
რომანცევის თხოვნით, ჯინსებსა და ბოტასებში გამოწყობილმა "ჩელემ" 10 დარტყმიდან 9 გაიტანა, ხოლო მეათე - ძელს მოარტყა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"