21:53 18-10-2017
"საბურთალო" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა! [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრა თბილისელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა "ბურსასფორი" 1:0 დააწინაურა. სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საბურთალოელთა მეკარემ იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. გოკალფ კაიას დარტყმული, კი ნასყიდაშვილმა მოიგერია.
თბილისელებს პირველი რეალური მომენტი 33-ე წუთზე ჰქონდათ, კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა ძლივს მოიგერია. შეხვედრის პირველ ნახევრის დარჩენილ დროში სხვა მომენტი, არცერთ გუნდს არ შეუქმნია.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ ივანიაძემ და ლაკვეხელიანმა შეუტიეს სახიფათოდ, შემდეგ კაიას დარტმული ნასყიდაშვილმა აიღო.
მე-80 წუთზე ფურცელაძემ მეტოქის რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და დადაკდენიზმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო, 85-ე წუთზე ტაბატაძის დარტყმული დადაკდენიზმა ცუდად მოიგერია და ანგარიში 1:1 გახდა.
საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ფრე 1:1 მორჩა. "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცს" 1 და 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ
- რევაზ გოცირიძე: ჩვენი ფეხბურთელები დღეს გმირები არიან
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრიბუნები ბოლომდე არ გაივსო და 2000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა შეხვედრას.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა.
საბურთალომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (69.მათოზაშვილი) ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე (62.ტაბატაძე)
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გაიხარეთ ბიჭებოოოო!!!!!!!!!!!!!!!!
0
0
გილოცავთ.გისურვებთ წარმატებებს შემდეგ ეტაპებზე.
3
0
jigrebi xart, Mase gaagrzelet...! / unda gageshuqebinat Es tamashi sportulo jurnalistebo, martla ro waegot mere Es tamashi , mera ajajgandebodit ertxmad, memgoni jurnalistebmac arc ician sxva rame, marto wagebul tamashze arian orientilebulebi, meti propesionalizmi ar yofnit, erti video chanaweri mainc unda dagedot.../ kobiashvili da danarchenebi nu miiwert tqven aqtivshi am tamashs, Ar gexebat tqven eg !!!! Bezdelnik!!!
8
0
გამოუსწორებელე ოპტიმისტი ვარ მაინც, ვინც კრიტიკას იმსახურებს ისინი არაფერს არ იგებენ და ბუჩქებში არიან შემძვრალები და ორიოდე სიტყვა გადმოაგდეს სამადლოდ რომ ადგილებზე რჩებიან. ამ ბიჭებმა თურქეთის ჩემპიონი ჩატოვეს რაც ძალიან სასიხარულოა, ალბათ დღეს თურქებს დაადგებათ შავი დღე რო ვიღაც საბურთალოსთან რო შეარცხვინეს მთელი ქალაქი თუ ქვეყანა. წარმატებები საბურთალო და კიდევ წინსვლას გისურვებთ!
10
0
აღსანიშნავი ის კი არაა, რო 2000 კაცი მივიდა თურმე და ტრიბუნები მთლად ბოლომდეც არ გაივსო, არამედ ისაა აღსანიშნავი რო თბილისში ჩატარდა მატჩი და ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა სპორტულმა საიტმა იმდენი ვერ მოიფიქრა, კორესპონდენტი გაეშვა და სურათი გადაეღო იქ და არა ინტერნეტიდან ამოძებნილი წინა მატჩის სურათი დაგედოთ აქ. ესაა სიმართლე თუ გინდათ. ფეხის გადადგმა გეზარებათ და რო წააგებენ, დიაგნოზების დასმაში კი ეჯიბრებით მერე ერთმანეთს...
31
0
2000 მაყურებელი ამ ეტაპზე არაა ცოტა. ვულოცავ ახალგაზდებს წარმატებას და კიდე მეტ გამარჯვებას და ეტაპების გადალახვას ვუსირვებ მათ და ყველა გულშემატკივარს
16
0
გილოცავთ წარმატებები გაიხარეთ
13
1
გაიხარეთ ბიჭებო გილოცავთ! წარმატებები შემდეგ ეტაპზე
15
0
კიდევ კარგი თორემ გასკდა გული იმედია ეს არაა მაქსიმუმი ისე ამ ბურსას ყველგან ვუგებთ
14
2
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული