101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
ვიღაც ,,ბლოგერი" ზ.ახალაიას აზრი არავის არ სჭირდება, გამოვიდა რა ესეც ექსპერტი. ბათუმში დიახაც საჭიროა ამ რანგის სტადიონი, საქართველოში ხომ უნდა იყოს დინამო არენას და მიხეილ მესხის სტადიონის გარდა ერთი ნორმალური სტსდიონი მაინც, და ეს უნდა იყოს სწორედ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რაღაცას დაემსგავსება.
გიორგი
15 დეკემბერი 2017 10:22
0
უფრო დიდიც არის საჭირო ასე რომ არავის გასარჩევი არა ეგ თემა თქვენი სულელი აზრები არავის ჭირდება.............
emzar
13 ნოემბერი 2017 13:59
1
არ ეთამაშოს ბარსას ან ბავარიას ან თუნდაც სევილიას
999
20 ნოემბერი 2017 15:45
4
ეს პროექტი ძალიან სჭირდება ბათუმს და აუცილებლად უნდა აშენდეს როგორი სახითაც არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდები მოსამზადებელ შეკრებას სვა ქვეყნებში გადიან, ხომ შეიძლება სხვა ქვეყნის გუნდებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან და აქ ჩაატარონ ამხანაგური თამაშები. მაგალითად: უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან,მოლდავეთიდან, ბელარუსიიდან და ასე შემდეგ. ეს ქართულ ფეხბურთს გამოადგება, ქალაქსაც და ქვეყანასაც.
გურამი
02 ნოემბერი 2017 15:30
0
ვისაც არ გსიამოვნებთ ბათუმში მოედნის მშენებლობა იალბუზზე ადით და იქედან გამოექანეთ
Achi beridze
29 ოქტომბერი 2017 08:26
7
ვიცით არ ვიცით ვლაპარაკობთ) ეს არის ჩვენი პრობლემა, ისე დარწმუნებით ამბობს ბლოგერი რო) გეგონება ქალაქის განვითარების ექსპერტტა დავმჯდომარეა, ბლოგერი :) ნუ პრინციპში შენ საქმეს კი აკეთებ..რამე ხომ უნდა დაწერო ისეთი განხილვის თემად რომ იქცეს...
ჩვენი პრობლემა
28 ოქტომბერი 2017 19:26
3
რატომ არის გაუმართლებელი, რატომ შე ბოღმიანო, ვინა ხარ შენ, რა იცი და რა გესმის ფეხბურთის....
giorgi
15 დეკემბერი 2017 11:02
1
ბათუმს რომ ეს სტადიონი ევროპალიგის შესარჩევზე ქონოდა და აქ ეთამაშა დამიჯერეთ 20 ათასიანი კი არა 45 ათასიანი სტადიონი შეივსებოდა. ამიტომ უნდა აშენდეს 20 ათასიანი და არა 13 ათასიანი, კი ბატონო სხვა ქალაქსაც ჭირდება აუცილებლად სტადიონი და უნდა აშენდეს სხვაგანაც ასეთივე ბაზაც და სტადიონიც იმ ფულებს რომ ჭამთ უმჯობესია სტადიონები ააშენოთ და ხალხს თავი არ აგინებინოთ. ქუთაისს რომ უკეთესი სტადიონი ჭირდება არსებულთან შედარებით მაგას დავა უნდა? უნამუსო ხალხი დგას დღეს ფეხბურთის სათავეში და ამიტომაცაა ამ დღეში ქართული ფეხბურთი. ტალანტები გინდათ და ფულის გაკეთება მათ ხარჯზე და მათი გაზრდა ნორმალურად არ გინდათ. აგერ 17 წლამდელებია მაგის მაგალითი რომ ბევრ ქვეყანაზე ძლიერი ტალანტები გვყავს მაგრამ მათი გამზრდელი ნორმალურ ფეხბურთელად არაააა, მოეშვით ამ ფულის კეთებას და საქმე კეთეთ არ ჯობიაააა?
roma
30 ოქტომბერი 2017 14:32
2
სტადიონი ბათუმის დინამოსი არაა, ის იქნება ცენტრალური რესპუბლიკური სტადიონი და მისი ტევადობა უნდა იყოს 30 000 და არა 20 000.ეს 30 000 ამ ფასში თავისუფლად ჩაეტევა.ხოლო მის დატვირთვაზე და მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე უნდა იფიქროს სპორტის სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ.
ამიტომაც სტადიონი უნდა იყოს ოლიმპიური სტილის და არა საფეხბურთო მხოლოდ.
თვით ტენდერი ვერ ჩატარდება, ან თუ ჩატარდება ის კონკრეტულ მონაწილეზე გათვლილს უფრო წააგავს.
ბათუმის დინამოს კი ფეხბურთის სათამაშოდ, ისევე როგორც ფოთს ან სამტრედიას სრულიად ეყოფა ეკონომ სტილის 10 000 ტევადობის სტადიონი.
Jango
29 ოქტომბერი 2017 13:14
6
სანამ წერას დაიწყებთ და აზრის გამოხატვას სჯობს დაინტერესდეთ საშუალოდ რა ჯდება სტადიონის მშენებლობა, გაგიკვირდებათ და გეტყვით რომ ეს თანხა არ არის საკმარისი უეფა-ს სტანდარტის ნორმალური სტადიონის ასაშენებლად რომელიც იტევს 20000 მაყურებელს. მივმართავ შესაბამის სამსახურებს სანამ დადებთ რაიმე ტენდერს კარგად დათვალეთ პროექტის შესაძლო ღირებულება. 101 მილონად არც ერთი საერთაშორისო გამოცდილების კომპანია არ მოკიდებს ხელს ამ სტადიონის მშენებლობას. კვლავ შეეცდებიან მონაწილეობა მიიღონ ქართული კომპანიები და ააშენებენ იმის ნახევარს რაც პროექტით იქნება გათვალისწინებული
გიორგი
29 ოქტომბერი 2017 12:12
4
ყოველ წელს ახალი ტენდერი ტარდება, დააყენეთ საშველი ბოლო-ბოლო! ბათუმში სტადიონი აუცილებელია..!
Chaachi
28 ოქტომბერი 2017 13:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული