101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
ბატონებო, თუ ბათუმსა და ბათუმელებს კარგად არ იცნობთ სულელურ მოსაზრებებს ნუ გამოთქვამთ. ბათუმში, რომ მატჩები იმართებოდა (საბჭოთა პერიოდს გახსენებთ) სამეგრელოდან, იმერეთიდან, მთელი გურიიდან გულშემატკივრები ჩამოდიოდნენ და სამჯერ მეტი კაცი შედიოდა სტადიონზე. 20000 ადგილიანი ბევრი კი არა ძალიან ცოტაა. ბათუმში სერიოზული თამაშებისას 35-40 ათასი მაყურებელი ეყოლება, მით უმეტეს, რომ ქალაქი ორჯერ გაიზარდა. ასე, რომ დაანებეთ თავი ბათუმელი გულშემატკივრების დამცირებას. ქუთაისლელებს თუ სტადიონი გინდათ იბრძოლეთ მის აშენებაზე და ბათუმელებიც ჩამოვლენ ქუთაისში საგულშემატკივროდ.
არჩილი
09 ნოემბერი 2017 11:09
2
მე გეთანხმები მეგობარო მხოლოდ ბოღმიანი ლაპარაკობენ რატომ იქ და ჩვენთან რატომ არაო,ჯერ იქ აშენდეს მერე იყოს საშუალება და ყველგან იყოს ყველა ქალაქში აშენდეს,მაგას რა სჯობს ქვეყანა შენდება.
აკაკი
19 დეკემბერი 2017 14:09
0
რას ჰქვია საკმარისი იქნებოდა. იქნებ დათვალო და ფაქტები დადო. შენ რომ ხელფასს გიხდიან, მაგით ერთ პროფესორს დაიმატებდა უნივერსისტეტი და შენ სისულელეებს აღარ დაწერდი მარა... 20 000 კაცის ბათუმისთვის არაფერია როგორ ტურისტული ქალაქისათვის სადაც ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარედება...
oe
08 ნოემბერი 2017 10:21
0
ბათუმი ბოლომდე კურორტი არასდროს ყოფილაო ვინც ამას წერს ალბათ მას არც სასტუმროები პლიაჟები ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი ჭირდება ბათუმში.დდ რასარ გაიგებ აქ რო შემოხვალ რა.ტელევიზორში უყურებ ფეხბურთსო კიდე ვინცამას წერს შენ შეიძლება ტელევიზორში გიყვარს ფეხბურთის ყურება შე დალოცვილოდა აპა სტადიონზე რო დადიან მოცლილები კიარ არიან ტელევიზიას სულ სხვა დატვირთვააქ და სტადიონზე მისვლას სულ სხვა.
zaza
03 ნოემბერი 2017 17:36
0
ეს პროექტი ძალიან სჭირდება ბათუმს და აუცილებლად უნდა აშენდეს როგორი სახითაც არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდები მოსამზადებელ შეკრებას სვა ქვეყნებში გადიან, ხომ შეიძლება სხვა ქვეყნის გუნდებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან და აქ ჩაატარონ ამხანაგური თამაშები. მაგალითად: უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან,მოლდავეთიდან, ბელარუსიიდან და ასე შემდეგ. ეს ქართულ ფეხბურთს გამოადგება, ქალაქსაც და ქვეყანასაც.
გურამი
02 ნოემბერი 2017 15:30
0
ნეტა რა სიკვდილი იცით 101 მილიონი ბევრი თუ ცოტა ასეთ სტადიონისთვი?
პროექტების ღირებულების დათვლას დრო და ცოდნა უნდა და შენ თუ მტერი არ ხარ ყოველივე კარგის ასე უცებ ჰაერში რავა დაითვალე.
კიდევ ერთი ქუთაისი ძველი ქალაქიაო იყოს ძველი ბატონო ვინ გიშლით.
აი პარლამენტი კი აუცილებელია საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს, ის თუნდაც ხაშური იყოს, მხოლოდ და მხოლოდ დედა ქალაქში.
დათო
02 ნოემბერი 2017 12:45
3
არ მიმაჩნია, რომ 20 ათასიანი სტადიონი, ბათუმისათვის დიდია. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის მხრისვ და როგორც ვიცი ქალაქსა და მის შემოგარენში (ქობულეთიდან-სარფამდე) 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქეთ გურია, იქეთ სამარგალო (ფოთი) და თუ კარგი გუნდი შეიკრა და ევროზე გავიდა, დასწრება გარანტირებულია. ასე რომ, სკეპტიკოსებო .....
nadim
31 ოქტომბერი 2017 14:56
2
ძალიან საინტერესოა ბათუმში ცხოვრობს ეგ ბლოგერი ასე კარგად რო ხედავს ყველაფერს? ან კიდე 10 წელზე მეტია რაც ხალხს სტადიონი არ უნახავს და აქედან კიდევ ყველაფერს რო თავი დავანებოდ გამოდის რო 30 წლამდე ასაკის ახალგაზდების 70 %ს ნანახი ტრიბუნა და სტადიონი არააქვს ჩემისთამადობით(არ გვაქვს ამის ფუფუნება)და რაც შეეხება 20 000 სტადიონს იმედია ტრიბუნის გაზრდის პერსპეკტივა ექნება სამომავლოდ..და კიდევ მე როგორც მახსოვს თუ არ ვცდები აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო სტადიონის და ბაზის მშენებლობა და სტატიაში რატომღაც აღარ ხსენებულა ეგ..ბლოგერ თავს ნუ გააზულებ ბათუმლებს რაცარუნდა მართალი იყო ჩვენ დიდი ხანია ველოდებით სტადიონს.
chorna
30 ოქტომბერი 2017 23:14
2
ბათუმში 20 ათასი ადამიანის ტევადობის ლამაზი სტადიონი უნდა აშენდეს.ყველა მოწინააღმდეგეს ვურჩევ,რომ ამ პროექტს მათი მხარდაჭერა ჰქონდეს.ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქი გალამაზდა,ახლა ბათუმი თანამედროვე ევროპული საკურორტო ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს.დარწმუნებული ვარ,რომ ახლო მომავალში მეტად საოცარი გახდება.
ქუთაისელი
31 ოქტომბერი 2017 11:46
3
ბოლო მონაცემებით ბათუმში 155 000 ადამიანი ცხოვრობს. აგრომელაციის (გარეუბნების-ფოთიდან სარფამდე)გათვალისწინებით კი ის 300-350 ათასს აჭარბებს. პლიუს ამას ზაფხულში მოსახლეობის ზრდა დამსვენებლების ხარჯზე. ასე, რომ მთავარია კარგი გუნდი შეკრიბონ და ნორმალური ჩემპიონატი გვქონდეს, მაყურებელი კი არასოდეს მოაკლდება.
luka
30 ოქტომბერი 2017 18:09
2
სამტრედიის აგლომერაცია ფოთიდან ზესტაფონამდის 650 000-ს ითვლის
ავაშენოთ 40 000-იანი,არ გინდა?
aglomerants
02 ნოემბერი 2017 16:29
0
ბათუმს რომ ეს სტადიონი ევროპალიგის შესარჩევზე ქონოდა და აქ ეთამაშა დამიჯერეთ 20 ათასიანი კი არა 45 ათასიანი სტადიონი შეივსებოდა. ამიტომ უნდა აშენდეს 20 ათასიანი და არა 13 ათასიანი, კი ბატონო სხვა ქალაქსაც ჭირდება აუცილებლად სტადიონი და უნდა აშენდეს სხვაგანაც ასეთივე ბაზაც და სტადიონიც იმ ფულებს რომ ჭამთ უმჯობესია სტადიონები ააშენოთ და ხალხს თავი არ აგინებინოთ. ქუთაისს რომ უკეთესი სტადიონი ჭირდება არსებულთან შედარებით მაგას დავა უნდა? უნამუსო ხალხი დგას დღეს ფეხბურთის სათავეში და ამიტომაცაა ამ დღეში ქართული ფეხბურთი. ტალანტები გინდათ და ფულის გაკეთება მათ ხარჯზე და მათი გაზრდა ნორმალურად არ გინდათ. აგერ 17 წლამდელებია მაგის მაგალითი რომ ბევრ ქვეყანაზე ძლიერი ტალანტები გვყავს მაგრამ მათი გამზრდელი ნორმალურ ფეხბურთელად არაააა, მოეშვით ამ ფულის კეთებას და საქმე კეთეთ არ ჯობიაააა?
roma
30 ოქტომბერი 2017 14:32
2
ratkmainda 20.000 ni unda ashendes. batumi izrdeba da aucilebelia. ertxel gaketdes da nagdi.
mamuka
30 ოქტომბერი 2017 14:30
1

სიახლეები პოპულარული