ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშიას მხარი დაუჭირა.

კობიაშვილმა "ფეისბუქზე" გურამ კაშიას ფოტო გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლავური ეკეთა.

- გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთია გაუგებარი!!!! თუ ძალადობას ეწინააღმდეგება (რაც ცალსახად მისასალმებლია) ლგთბ-ს დროშა რატომ უკეთია მკლავზე? მაგალითად, მაისურზე ან ჩვეულებრივ სამკლავურზე დაგეწერა რა, რომ ეწინააღმდეგები ძალადობას და ამით მორჩებოდა..... და საერთოდ გასაგებია, რომ ქართული ენა მოდაში აღარ არის, მაგრამ მაინც!!! გეი უცხოური და არცთუისე დიდი ხნის წინ მოგონილი სიტყვაა და მას ქართულად "მამათმავალი" ქვია... აბა, გზააბნეულებო ვინ უცხადებთ კიდევ სოლიდარობას "მამათმავლებს"?!
გივარგი
20:23 01-11-2017
0
მერე ბიბლიაში რომ წერია ადამიანები უნდა გიყვარდესო, სიყვარულია მთავარიო, არ მოკლაო, არ დაჩაგროო მაგ ნაწილს რატო ტოვებთ? ცოდვილს პირველმა ქვა უცოდველმა ესროლოსო ეგეც წერია სახარებაში.. მარა თქვენ ალბათ მარტო ბიბლიისა და ისტორიის იმ ნაწილს კითხულობთ რომელიც თქვენ მოგწონთ.. მარა მადლობა ღმერთს მსოფლიოში პარადი თქვენნაირებს არ მიჰყავთ, თორემ პროგრესი კი არა, ცეცხლიც არ გვექნებოდა, გამოქვაბულებში გადავშენდებოდით
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული