პირველ ნოემბერს, თბილისის დროით საღამოს 19:00 საათზე, სერბულ "ბროდარაცის" 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით, თბილისელთა 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რევაზ გოცირიძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- თუ შეისწავლეთ მეტოქე, რთული მოწინააღმდეგე გვყავს თუ უფრო მარტივად უნდა დავძლიოთ ეს ბარიერი?
- ორ თამაშს ვუყურეთ "ბროდარაცის", რომელიც "მაქაბი ჰაიფასთან" გამართეს. მეტოქე ძლიერია, მებრძოლი გუნდია, ვიდრე "ბურსასპორი", მაგრამ შედეგის მიღწევა შეიძლება. ადვილი თამაში არ იქნება.
- "ბროდარაცი" როგორი სტილის გუნდია? უფრო შეტევებზე აკეთებს აქცენტს თუ დაცვით
- როგორც შეტევაში, ისე დაცვაზე აკეთებენ აქცენტს. გამორჩეულად არცერთს არ ანიჭებს უპირატესობას, დაბალანსებულად თამაშობენ.
- როგორ მიმდინარეობს "საბურთალოს" მზადების პროცესი, რაიმე დანაკლისი ხომ არ არის?
- 28 ოქტომბრიდან ჩვენ უკვე შეკრება დავიწყეთ. დანაკლისი გვაქვს, სამი ფეხბურთელია ტრავმირებული: ბუიღლიშვილი, მათოზაშვილი და ლაკვეხელიანი.
- ანუ ლუკა ლაკვეხელიანი არ იქნება?
- ლუკა ლაკვეხელიანს მენისკი აქვს დაზიანებული და ამ შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება.
- წინა შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო გუნდის მეკარე გოგა ნასყიდაშვილი. როგორ ფორმაშია?
- კარგ ფორმაშია, ემზადება ჩვეულებრივად და დანარჩენს თამაშში გამოაჩენს.
- როდის მიდიხართ სერბეთში?
- 31 ოქტომბერს, გამთენიისას მივდივართ სერბეთში თბილისიდან და დილის 09:00 საათზე ბელგრადში ვიქნებით. საღამოთი ვივარჯიშებთ და თამაშისთვის მოვემზადებით.
შეგახსენებთ, ტურნირის პირველ ეტაპზე "საბურთალომ" "ბურსასპორი" გამოთიშა.
- "საბურთალო" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა! [VIDEO]