"ჯოჯოხეთი ელის ფეხბურთის ფედერაციას" - "ქართული მარში" ლევან კობიაშვილის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და გამოეხმაურა "ქართული მარშის" პრესკონფერენციას.

30 ოქტომბერს, "ქართული მარშის" წარმომადგენლებმა  "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.

"მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინიციატივით შედგა შეხვედრა სფფ-ის შენობასთან აქციისა და გურამ კაშიას საკითხის განსახილველად, სადაც კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"შეხვედრა შეეხებოდა გურამ კაშიას მოედანზე ლგბტ ფერებში სამკლავურით გამოსვლას. ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტვრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის
მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ, 20:00 საათამდე, შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

"მოგესალმებით. სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო "ქართული მარშის" აბსურდულ განცხადებას. განვმარტავ საზოგადოებისთვის, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ.
გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.), რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ.
პატივისცემით, ლევან კობიაშვილი".
მკითხველის კომენტარები / 50 /
aburjga!იმიტომ რომ ეს შესაძლებელია, თუ არ აიღებენ დ ა ნ ა მ ატ ე ბ ს, თუ უარს იტყვიან რ უ ს უ ლ ფულზე, თუ არ დაგმობენ ფაშისტურ ორგანიზაციებს, რომლებსაც ყურადღება გადააქვთ მე-10 ხარისხოვან საქმეებზე თუ ვის როგორი სამკლაური უკეთია. მე დიდი ხანია ლ გ ბ ტ-ს ორგანიზაციის წევრი ვარ,ამიტომ უნდა მოკლან? ? ჩემი ო რ ი ე ნ ტ ა ც ი ი თ ვის ვუშლი ხელს?მიუხედავად ამისა ჩვენ ბრძოლაც შეგვიძლია სამშობლოსთვის რ უ ს ე თ ი ს წინააღმდეგ.
glaxuna
02 ნოემბერი 2017 06:36
5
ვითომ ხალხს ატყუებენ სულაც არ მკიდიაააააააააააააააააააააააააააააა
rezi
01 ნოემბერი 2017 11:49
0
ამათ ფედერაციაც ჰქონიათ...
41
01 ნოემბერი 2017 11:47
1
კაშია არის "ვიტესი"-ს საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, შესაბამისად, ის ატარებს კლუბის პოლიტიკას. თუ მას რაიმე საწინააღმდეგო აქვს, უფლება აქვს განიხილოს ხელმძღვანელობასთან. თუ ვერ შეთანხმდებიან, შეუძლია კლუბი დატოვოს. ლგბტ-ს ჩაგვრის საწინააღმდეგოდ სიმბოლურად სამკლაურის გაკეთება კაშიას ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა არც გაუკეთებლობის საფუძველია რაიმე, რადგან ეს მხარდაჭერა კი არა, ვიმეორებ, მხოლოდ ჩაგვრის საწინააღმდეგო ერთჯერადი აქცია იყო.
რაც შეეხება ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ეს მხოლოდ ჟურნალისტების მიერ აგორებული თემაა და ე.წ. "ქართული მარშის" ლიდერებისათვის "თავის გამოჩენის" საშუალება. რომ არა ეს ორი აგრესიული(დიახ, აგრესიული) ჯგუფი, ეს საკითხი საერთოდ უინტერესოდ ჩაივლიდა, რადგან რეალურად მართლაც არანაირი ყურადღების მისაქცევი არ არის.
და კიდევ, მიმაჩნია, რომ არც კობიაშვილი, არც ვიცე-პრეზიდენტი არათუ არ უნდა ხვდებოდეს "ქართული მარშის" წარმომადგენლებს, ინტერვიუსაც არ უნდა იძლეოდეს, რადგან მათი ნებისმიერი სიტყვა ნებისმიერი ინტერპრეტაციით შეიძლება გადასცენ და ამაზე კიდევ დღეები ისაუბრონ.
მოკლედ, ნებით თუ უნებლიედ, ჟურნალისტები, "ქართული მარში", ფეხბურთის ფედერაცია და საზოგადოების ნაწილი ჩართული არიან აბსურდულ, მეასეხარისხოვან თემაში და მხოლოდ ლგბტ-ს აქტივისტების(და არა თავად ლგბტ პირების) წისქვილზე ასხამენ წყალს და პოზიციებს უმყარებენ.
ლევანი
01 ნოემბერი 2017 10:15
2
ნამდვილად არ მომეწონა კობიაშვილი ღია მხარდაჭერა კაშიასადმი. კაშიას არ ვუჭერ მხარს თავისთავად, მაგრამ ასეთი აქციები სრუალიად ზედმეტია.პიარს უკეთებენ მაგისთანებს
giga
31 ოქტომბერი 2017 22:30
3
იმეგობრეთ!!!
ვაი
31 ოქტომბერი 2017 21:41
1
ეჰ, ვახ მე!!! გამოდით უნდა დაგთვალოთ.../ კაშია უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან!!! კობიაშვილი უნდა მიყვეს, იმიტომ რომ ვერ ართმევს თავს ჯეროვნად საქმეს (აზრზე არა, და მიტო)... მარშის წევრები არ მევასებიან, იმიტო რო ეგეთი გამტრაკებლები გამოანათებენ, ხალხს აიყოლიებენ მერე , მოლაპარაკებებზე წავლენ და და რაღაცას გადაწყვიტავენ და ხალხი ისევ იმ ადგილას რჩება, ერთი სიტყვით ტრაკისკენა საქმე !!! ყველგან გატრაკდა საქმე!!! ჰომოფობები ანუ წესიერი და ნორმალური , ძალიან ვვიწროვდებით, გვიტევენ ტელევიზიიდან, ფედერაციიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, პარლამენტიდან , და რა ვქნათ ხალხო?! არ მინდა ეს მეტრაკეობა და ძალაააა?!?!? ბიჭოს !!!
Vasili
31 ოქტომბერი 2017 17:42
11
კაშიას ან ნებისმიერს რომ ჩაეცვა მაისური წარწერით სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გააპროტესტებდა, სტადიონზეც ააღარ შეუშვებდნენ, რადგან სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს. თუ ეს აკრძალულია რატომ არაა აკრძალული ის რაც კაშიამ გააკეტა? რატომ ხდება სპორტში ათასგვარი სიბინძურის შეტანა?. რომელს უფრო სჭირდება ახლა სოლიდარობა ჩვენს ქვეყანას თუ ლგბტ-ს? არანაირი სოლიდარობა მათ არ ესაჭიროებატ.
imereli
31 ოქტომბერი 2017 17:37
4
ეგ ვიტესის პრეზიდენტს კითხე
31 ოქტომბერი 2017 22:58
2
სამშობლოს მიხედეთ ქართველებო. რა უბედურებაა ეს გეები, ვის ცალია მაგათვის, საქართველო იცლება, ბავშვები სკოლის დამთავრებას და საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობენ. სკოლების მდგომარეობაზე აღარაფერს ლაპარაკობენ, ტელევიზიებში ყველა უაზრო საკითხს განიხილავენ და ერთხელ არ მოუვათ თავში მოსწავლესა და მასწავლებელზე ისაუბრონ. ფეხბურთი გვიჭირს ხალხნო?, ფეხბურთია საფიქრალი როცა სწავლა-განათლება ნულამდეა დასული, კაპიკებზე მომუშავე მასწავლებლებლებს სულ აღარ აინტერესებთ ბავშვების სწავლა და განათლება, ამ დროს ქვეყნის ფულს აყრიან ფეხბურთელებს. განა ის დრო დადგა ფეხების შესაძლებლობაზე ვიზრუნოთ, ვინ იფოქრებს ტვინის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, თუ ზოგიერთის არ იყოს, თანამდებობისთვის ტვინი და განათლება აღარ არის საჭირო, მთავარია სირბილი იცოდე და საკუთარ კარში ურტყამდე ბურთს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირველ ადგილზე სწავლა-განათლებაა, ჩვენ კი ყველაფერს წყალს ვატანთ. დაანებეთ ტავი გეებს, მატ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ. ნუ აქცევთ ყურადღებას. ქალს უნდა უყვარდეს კაცი და კაცს ქალი. გააგებინეთ რომ ღმერთისა და რჯულის კანონს ეწინააღმდეგებიან. ნუ გვაყურებინებთ მათ სიფათებს, საქმეზე ილაპარაკეთ. სამშობლოზე იფიქრეთ, მტერი თუ შემოგვესია ჩვენი მშველელი არ არის, ამაზე იფიქრეთ. რა გახდა ეს სქეს დაკარგული ადამიანები, რომ სულ მაგათზე ლაპარაკობთ. იძულებულს გვხდით გადავრთოთ და რუსულ არხებს ვუყუროთ.
vetanxmebi
31 ოქტომბერი 2017 17:28
4
ეს ქართველთა მარში კი არა სირაკოზების მარშია.
Gio
31 ოქტომბერი 2017 19:37
14
ეს ქართველთა მარშის ბიჭები სიძულვილის და ძალადობისთვის რატო არ ისჯებიან? კანონი კრძალავს სიძულვილის გავრცელებას.
gia
31 ოქტომბერი 2017 17:07
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული