ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი [PHOTO]

AutoSharing Option
აფხაზეთი საქართველოა! ხოლო ბურთი მრგვალია და მისი შეხებისას გარკვეული მიმართულებით დარტყმის სურვილი გვიჩნდება.

ფეხბურთი უნივერსალური სპორტია, რომელსაც ყველგან თამაშობენ და ცოტა მოიძებნება ისეთი ვისაც არ უყვარს. ფეხბურთი უყვართ აფხაზეთშიც და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაში მცხოვრებ მოსახლეობას, არ ეძლევა საშუალება თავი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ.

აფხაზეთში არის დე ფაქტო ჩემპიონატი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდობას და ყველას ვისაც ფეხბურთი უყვართ ეძლევათ საყვარელი სპორტით დაკავების საშუალება.

აფხაზეთის დე ფაქტო ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობს
და ჩვენ შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ, რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე არსებული კლუბები და მათი სათამაშო ასპარეზი.

ბოლო მონაცემები რისი მოძიებაც შევძელით 30 სექტემბერს ჩემპიონი "ათონი" გახდა, რომელიც  ახალ ათონს ეკუთვნის. სადაც ამ დროისთვის დაახლოებით 1500-მდე ადამიანი ცხოვრობს. (სტატისტიკა მოცემული wikipedia-ზე დაყრდნობით და შეიძლება არ იყოს ზუსტი)

აქამდე სამჯერ ჰქონდათ მოგებული ტურნირი 2013, 2014 და 2015 წლებში. სამწუხაროდ სტადიონის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მეორე ადგილზე "გაგრა" გავიდა, რომელიც რა თქმა უნდა გაგრის გუნდია. ქალაქში ბოლო მონაცემებით 12 364 ადამიანი ცხოვრობს. "გაგრამ" აქამდე სამჯერ შეძლო თასის აწევა 2006, 2010 და 2012 წლებში. გუნდი დაურ ახვლედიანის სახელობის სტადიონზე თამაშობს, რომელსაც 2007 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და 1500 ადამიანს იტევს.


Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

მესამე ადგილზე "ნართი" გავიდა, რომელიც სოხუმის გუნდია. სოხუმში დაახლოებით 62 914 ადამიანი ცხოვრობს. "ნართმა" აქამდე 9-ჯერ შეძლო ჩემპიონობა, მათ შორის ერთხელ წინა სეზონში. გუნდი რესპუბლიკურ სტადიონზე თამაშობს, რომელზეც 6600 ადამიანი ეტევა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მეოთხე ადგილზე "რიწა" გავიდა, რომელიც გუდაუთის კლუბია. გუდაუთაში დაახლოებით 36 775 ადამიანი ცხოვრობს. "რიწას" ერთადერთხელ აქვს ტურნირი მოგებული 1995 წელს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მეხუთე ადგილზე "სპარტაკი" გავიდა, რომელიც ოჩამჩირის კლუბია. ოჩამჩირეში დაახლოებით 5280 კაცი ცხოვრობს. ამ კლუბს აქამდე არაფერი არ მოუგია. დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიტალი დარასელიას სახელობის სტადიონზე თამაშობენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

სტატიის მეორე ნაწილს მომდევნო კვირას იხილავთ
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
მთელ აფხაზეთში 240,705 ადამიანი ცხოვრობს, ამათში შედიან სომხები, რუსები, გალის ქართველები. ზემო ქართლში (სამაჩაბლო) 53,532 ადამიანი ... / აი რა დამოუკიდებლობა ?!?!?!?!?! ტვინი სად ქონდათ ან მაგათ და ან ჩვენებს?!?! რამხელა სისულელე მოხდა რო ვუკვირდები და ისევ ქართველის წინდაუხედავობით და ერთმანეთის ქიშპით და ზირის გამოთხრით, ეხლა გამსახურდიაც მიწაში წევს, და ედიკაც და მაგათ დაკრულზე ვინც დარბოდა კაი ფული იშოვეს და ძალიან მშვენივრად გრძნობენ თავს, ზოგი საზღვარგარეთ ,ზოგიც საქართველოში , დღესაც პარლამენში ზიან და საერთოდ არ აწუხებთ სინდისი, არ ანაღვლებთ ეს პრობლემები, უბრალოდ ეგეთები არიან, სხვანაირად არ შეუძლიათ... და ჩვენ შეგვატოვეს ეს ქვეყანა გაფარჩაკებული, დანაწევრებული. ყველაფერი გამოსწორებადია დროთა განმავლობაში , მაგრამ ეს ტერიტორიული მთლიანობა , მართლა მძიმე სიტუაციაა, იმედია დრო დაალაგებს თავის ადგილზე ყველაფერს, ამაში ტელევიზიები საერთოდ არ აქტიურობენ, არ ეწევიან პროპაგანდას , არ ხდიან ამ თემას აქტუალურს , მარტო ვინ ჩაიხადა და ვინ ვის გაუყარა , ეგ აინტერესებთ, და უდიდესი დრო ეთმობა ასეთ რაღაცეებს ტელევიზიით... ჩვენც ქართველებმა ჩკუა თუ არ ვიხმარეთ ისე არ გამოვა.../ საინტერესო იქნებოდა ერთი აფხაზური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში, (ვიცი წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც) არ ვგულისხმობ იმ აფხაზურ გუნდებს თბილისში რო ვარჯიშობენ, ისე ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ამ გუნდების მეპატრონეები, იგივე გაგრა , ცხინვალი, მეტი ყურადღებაა საჩირო...
Vasili
12:21 05-11-2017
1
სამარცხვინოა "ცივილიზებული" საქართველოსთვის, მაგრამ რასაც ვხედავ ჩვენზე უფრო მოვლილი და კოხტა სტადიონები ქონიათ!!!!
3

სიახლეები პოპულარული