სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვადასხვა საკითხთან ერთად, აღმასკომის წევრებმა სამი თემა განიხილეს.

აღმასკომმა იმსჯელა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხზე. წევრები შეთანხმდნენ, რომ აღმასკომის მომდევნო სხდომაზე მოწვეული იქნება კლუბის მფლობელი ილია კოკაია.

ასევე განხილულ იქნა უეფას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის კლუბებზე გადანაწილების პრინციპი და კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატანი ცვლილებები.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისში ხინიკაძე და ვისოლი მართლა პატრონობდნენ ტორპედოს. ამ ჩაჩავასი ვერ გავიგე რა, ჰაერიდან არაფერი მოდის, გაძლიერებაა საჭირო. ნახევარ მილიონს დავახარჯავ გუნდსო და 110 ათასი რა არის. ნახევარი მილიონიც ძაან ცოტაა ევროპაზე რამე რომ ვქნათ. კოკაიას ინტერვიუ წავიკითხე, კარგი იქნება ჩაჩავას აზრი გავიგოთ საერთოდ.
koba
26 დეკემბერი 2017 22:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული