ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა...

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა ისე არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

ვაჩიბერაძე თავისი ბოლო გადაწყვეტილების
შესახებ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულ გამოცემას ელაპარაკა.

- საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ მინდოდა, რათა არ დამეღალატებინა გუნდი და მწვრთნელი.

- ნაწყენი ხართ, რომ ალეკსანდრ გოლოვკომ (რედ. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი) ინგლისსა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის არ გამოგიძახათ?
- ალეკსანდრ გოლოვკოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მადლიერი ვარ მისი ჩემდამი ნდობის, გაგებისა და მხარდაჭერისთვის. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ამასთან, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებთანაც ბედნიერი წლები გავატარე.

დასანანია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში პოლიტიკამ იმძლავრა, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ვიგრძენი. არ დავიწყებ ტირილს ან თავის მოკატუნებას, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდე. ყველაფერი მივიღე ისე, როგორც არის...

- არ შიშობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ნეგატიურ რეზონანსი მოჰყვება?
- საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის გუნდის შედეგი იყო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები გამიგებენ.

- საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება რთული იყო?
- არა, ქართველი ვარ და ნატურალიზება არ მჭირდება, როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დონეცკის "შახტარში" დარჩენის შემთხვევაში, თქვენი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო?
- არაფერს ვნანობ - უდიდესი გამოცდილება მივიღე, შევისწავლე უცნო ენა, გავიცანი ევროპული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები. "შახტარში" კონტრაქტი მთავარ გუნდში არ შემოუთავაზებიათ, იჯარით აქეთ-იქით სიარული კი არ მსურდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წარმატებები ამ კაცს!
Georgian
10:35 17-11-2017
0
კარგი ისაა რომ ჯიქიას დონის მიღალატე არაა ის მსოფლიო დონის მოღალატეა კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი არჩია თავის ქვეყანას
ვაჟაა
22:27 16-11-2017
1

სიახლეები პოპულარული