
"ჩერნომორეცში" ახალი მფლობელებისა და მწვრთნელ რომან გრიგორჩუკის მისვლის შემდეგ კიევის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი და იჯარით აყვანილი 16-დან 13 ფეხბურთელი გაუშვეს, მხოლოდ 3 და მათ შორის გიორგი წიტაიშვილი დაიტოვეს.
ოდესური გუნდი მეორე თურქულ შეკრებაზე გაფრინდა, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 8 თებერვლს "ჩერნომორეცი" "საბურთალოს", ხოლო 13 თებერვალს "დილას" შეხვდება.
ოდესაში დარჩა გუნდის ტრავმირებული კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე.