
26 წლის ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ "ტორპედო" დატოვა და კარიერას "მეტალისტში" გააგრძელებს.
ვაჩიბერაძეს ხარკოვულმა კლუბმა 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ახალ გუნდში ის 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბექა ადრე "შახტარისა" და "ბეტისის" ახალგაზრდულ გუნდებში, "რიგაში", "ლომელსა" და "ჩერნომორეცში" თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში "ტორპედოში" 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.