ბათუმის სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი შპს "ანაგია"

AutoSharing Option
ბათუმის სტადიონის ტენდერი შედგა. გამარჯვებულ კომპანია 5 დღეში დასახელდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. თუ დოკუმენტაციაში ხარვეზები არ დაფიქსირდა, გამარჯვებულ კომპანიას დაასახელებენ.

სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი (დღგ გარეშე) 101 მილიონ 700 ათასი ლარზე გამოცხადდა, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ 99 მილიონ 448 ათასი ლარის შეთავაზება გააკეთა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ბათუმის სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი შპს "ანაგია", რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.

დახურული ტენდერი შპს "სტადიონმა" 19 ოქტომბერს გამოცხადდა და 21 ნოემბერს დასრულდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს
დოკუმენტების შესწავლა.

ajaratv.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაით რაა ყველაფრით უკმაყოფილო როგორ ხართ ბაზას აშენებდნენ და გასჩხაოდით სტადიონს რატო არ აშენებთო( გეგონება ასე უცებ აშენდებოდა ორივე ) ახლა სტადიონის აშენებას იწყებენ და ეგ ტყუილი იქნებაო ცოტა მოეშვით ბოღმით ნუ ცხოვრობთ თუ აშენდა ხო კაია და თუ არ აშენდა მერეე იწუწუნეთ
lasha
11:48 22-11-2017
2
ბიზნესის და ეკონომიკის პორტალია თუ სპორტის?.. მე მგონი ბათუმზე აქ სპორტულზე მეტი ტენდერის და ბიუჯეტის ინფორმაციაა... კიდევ რამდენი სატენდერო დოკუმენტი და ბიუჯეტი უნდა აფრიალონ საინტერესოა?.. და ფსონებიც ხო არ გავაკეთოთ გამარჯვებული კომპანია შეასრულებს თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს. შანსები 50/50 წინა ქართული გამოცდილებებიდან გამომდინარე
Irakli Apkhaidze
10:09 22-11-2017
3

სიახლეები პოპულარული