რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, საღამოს 18:00 სააათზე უეფას ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუპირისპირდება და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, "საბურთალო 2"-ის მთავარ მწვრთნელ რევაზ გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- როგორ მიმდინარეობს მზადება მატჩისთვის? როგორი სიტუაციაა გუნდში?

- შეკრებაზე ვართ 13 ნოემბრიდან და ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მატჩისთვის.

- დანაკლისი ხომ არ არის და ტრავმირებული ფეხბურთელებიდან რომელიმე ხომ არ შემოუერთდა გუნდს?
- არა დანაკლისი არ არის. ერთადერთი მათოზაშვილი დაგვემატა, ხოლო ბუიღლიშვილი და ლაკვეხელიანი ტრავმირებული არიან.

- რას დავიპირისპირებს "ბროდარაცი"? რა არის ამ გუნდს ძლიერი მხარე?

- ძალიან მძიმე თამაში იქნება, კარგი გუნდია და ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს. ერთ-ერთი ძლიერი მხარე რაც აქვთ, გრძელ გადაცემებს ცდილობენ და კონტრშეტევებზე აგებენ თამაშს.  ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, რომ ეს კონტრშეტევები არ გამოგვეპაროს.

- რა არის "საბურთალოს" მიზანი ამ მატჩში? შედეგიან ფრეს მივაღწიეთ სერბეთში და ხომ არ ვითამაშებთ უფრო დაცვით ფეხბურთს?

- "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს და მიზანი რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

- როდის გაირკვევა ვინ იქნება "საბურთალოს" მეტოქე, თუ ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა?
- ამ მატჩის მერე კენჭისყრა იქნება 11 დეკემბერს და ჩვენ თუ ღმერთის წყალობით გავედით, მერე გაირკვევა მეტოქე.

- და ბოლოს რას ეტყოდით გულშემატკივარს?

- გულშემატკივარს ვთხოვ, რაც შეიძლება მრავლად მოვიდეს სტადიონზე და გაამხნევონ ჩვენი ფეხბურთელები. ჩვენც ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ გულშემატკივარს ლამაზი თამაში შევთავაზოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

- U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული