დიმიტრი ჩიგრინსკი: ერთხელ თემურ ქეცბაიამ აეკ-ის ფანებთან იჩხუბა

AutoSharing Option
ათენის აეკ-ის მცველმა დიმიტრი ჩიგრინსკიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კლუბს სათავეში ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ედგა.

უკრაინულ საიტ zbirna.com-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქეცბაიას აეკ-ის ფანებთან ჩხუბი მოუვიდა.

"ჩვენი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფანებთან კამათში შევიდა და გულშემატკივრებმა მასთან იჩხუბეს კიდევაც.

ეს პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" 3:0 დამარცხების შემდეგ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები სასტუმროში მოვიდნენ და თემურ ქეცბაია მათთან გავიდა.

საბერძნეთში ფეხბურთი და ფეხბურთელებიც ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა, მათ უფრო დიდი სიმპათიები იმ ფეხბურთელის მიმართ ჰქონდათ, ვინც შეხვედრაში გოლს გაიტანდა", - განაცხადა
ჩიგრინსკიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც საჩხუბარია მამაკაცმა უნდა იჩხუბო, ტუ გაქვს ზურგი.
გიო
12:41 02-02-2018
1
ტყუილი იქნება...აბა ამას როგორ იზამდა:)))
emigranti
02:45 21-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული