საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა

AutoSharing Option
სასტუმრო რედისონის სივრცე "რესპუბლიკაში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2017 გაიმართა. დაჯილდოებას ეკო ფანგანი და დიმა ობოლაძე უძღვებოდნენ.

ნომინაციები შემდეგი სახით გადანაწილდა:

წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა - საბა კვირკველია (მოსკოვის "ლოკომოტივი")

წელს პირველად დაწესდა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე 17 და 19- წლამდე ფეხბურთელებს  გადაეცემა.

ამ პრემიის პირველი მფლობელები 17-წლამდე ფეხბურთელებში გახდნენ: მე-3 ადგილი - გიორგი გულიაშვილი, მე-2 ადგილი - ზურიკო დავითაშვილი, 1 ადგილი - ხვიჩა კვარაცხელია

19 წლამდელებში კი შემდეგნაირად გადანაწილდა პოზიციები
: მე-3 - ადგილი გიორგი კოხრეიძე, მე-2 - ადგილი - ვატო არველაძე, 1  - ადგილი - ლუკა ლაკვეხელიანი

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - გიორგი ჩაკევეტაძე.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა - ნინო სუთიძე.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი გახდა- ვარლამ კილასონია ("რუსთავი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა- დავით სიჭინავა ("რუსთავი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა - როინ კვასხვაძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი გახდა - ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა- გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი გახდა - ანტე გი ("სამტრედია")

ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა- გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა - კახა ჩხეტიანი ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი გახდა - გიორგი შაშიაშვილი ("შუქურა")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი გახდა - ოთო კიტეიშვილი (თბილისის "დინამო")

საუკეთესო ქართველი მსაჯი გახდა - ჯენერი ხორავა 

ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი გახდა - ავთანდილ ასათიანი

ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - არჩილ სებისკვერაძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველად ვწერ აქ,,რატო წერტ ესეტ კომენტარებს,,ცალიან მაგარი ფეხბურტელები გვყავს უ-17-იდან,,ზუკა,კვარაცხელია და კიდევ სხვებიც,,ვატო ცალიან მაგარი ფეხბურტელია,იგივე კოხრეიცე
gia
28 დეკემბერი 2017 23:50
0
ვაი თქვენს პატრონს უბედურს
999
28 დეკემბერი 2017 12:38
1
რა დამსახურებაზე აჯილდოებენ ამ ხალხს?
kako
28 დეკემბერი 2017 12:35
2
რა ფეხბურთი?რისი ფედერაცია?რა კომედიებს დგამენ,რას გლახაობენ?ამ სურათს ქვია:"მუქთა მჭამელები".
888
28 დეკემბერი 2017 11:21
3
ამათ რა აქვთ საზეიმო, ხალხმა სირცხვილის გრძნობა სულ დაკარგა, ფეხბურთი აღარ არსებობს თამაში არ მოგიგიათ თქვე გაჭირვებულებო და რა გეზეიმებათ...
zmo
28 დეკემბერი 2017 10:55
3
ვეთანხმები არჩევანს!!!
tngh
28 დეკემბერი 2017 10:37
0
ყველა ნომინაციაში გამარჯვებული სწორად არის დასახელებული გარდა ფუტზალის მწვრთნელის ავთანდილ ასათიანისა. ასათიანმა გადამწყვეტ თამაშში რუმინეთთან კარგ ფორმაში მყოფი მეორე მეკარე ბუკია, ამჯობინა გუნდის ავტორიტეტი ფორმიდან ამოვარდნილი მეკარე კუპატაძე, რომელიც ტრამვის მოშუშების მერე ორ დღეში ჩადგა კარებში და ამ უძლიერესმა მეკარემ ცუდი ფორმის გამო 7 გოლი გაუშვა.
დათო
28 დეკემბერი 2017 10:21
0
საუკეთესოს უკეთესებში ასახელებენ,უკეთესები სად არიან???
otar117
28 დეკემბერი 2017 03:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული