მათ ისეთ ტურნირებს უმასპინძლეს და უმასპინძლებენ როგორიცაა: პირველი ევროპული თამაშები, ფორმულა 1, ისლამური თამაშები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპი, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპი და 1/16 ფინალი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპი ფეხბურთში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში და ა.შ.
ეს ის ტურნირებია, რომლებზეც ყველა ქვეყანა ოცნებობს და ამ ყველაფრით მათ უამრავი ტურისტი მოიზიდეს ქვეყანაში, ამავდროულად ხელი შეუწყვეს სპორტის ამ სახეობების
აზერბაიჯანში როგორც საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სპორტი როგორც სანაკრებო და ასევე საკლუბო დონეზე არის ფეხბურთი, შესაბამისად ძირითადი ფინანსური აქცენტი ამ სპორტის განვითარებაზე და ფეხბურთში მიმდინარე წამყვან ტურნირების მოზიდვაზე კეთდება.
ბაქო ქვეყნის დედაქალაქია და შესაბამისად ყველაზე მეტად ამ ქალაქში იგრძნობა, ქვეყნის ფინანსური წინსვლა და ამავდროულად სპორტული განვითარებაც. თუ ქალაქში გაივლით, უამრავ მასშტაბურ სპორტულ ნაგებობას წააწყდებით. აი მაგალითად როგორებიცაა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი და სპორტის სასახლე.
ჩემი პირველი ვიზიტი ბაქოში 2016 წელს იყო, სტუდენტ ჟურნალისტთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი და როგორც სპორტული ჟურნალისტი დაინტერესებული ვიყავი მათი სპორტული სამყაროთი.
პირველი საითაც დავგეგმე წასვლა, ეს იყო ბოლო დროის ყველაზე "ქართული" კლუბი ბაქოს "ინტერი", რომელიც "გაბალას" მასპინძლობდა. "გაბალაც" კარგად მახსოვდა რადგან იმ ზაფხულს თბილისის "დინამო" ევროტურნირებიდან გამოთიშა.
მაშინ "ინტერში" 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ნიკა კვეკვესკირი და ლაშა კასრაძე. ამავდროულად კლუბს წვრთნიდა ზაურ სვანაძე თავის ქართულ სამწვრთნელო შტაბთან.
როდესაც დავრეკეთ კლუბის პრესსამსახურში, ქართველი ჟურნალისტები მოვდივართო, ძალიან გაუხარდათ და მეგობრულად შეგვეგებნენ.
პირველი ეფექტი, რაც მაშინ მოახდინა ეს იყო "შეფას სტადიონი", 8000-კაციანი სტადიონი ძალიან ლამაზი ვიზუალით, დახურული ტრიბუნებითა და კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ფეხბურთელს თავი კომფორტულად ეგრძნო. სტადიონს გვერდზევე ჰქონდა ორი შენობა, სადაც ადმინისტრაცია და ჩამოსული ფეხბურთელების საცხოვრებელი იყო გაკეთებული.
მეორე, რაც თვალში მომხვდა ეს იყო ჟურნალისტების დასწრება: ყველა ტელევიზიიდან, გაზეთიდან და ინტერნეტ გამოცემიდან იმყოფებოდნენ ჟურნალისტები. გულშემატკივრები ცოტა იყო, "გაბალას" ფანები ჭარბობდნენ, მაგრამ ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ უამინდობა იყო. ბაქოს ქარების ქალაქს ეძახიან, იმ დღეს მართლაც ძალიან ძლიერი ქარი და წვიმა დაგვემთხვა.
ჩვენ საქართველოს დროშა გამოვფინეთ, ქართველების მხარდასაჭერად და მათ გვარებსაც ვსკანდირებდით, მაგრამ მალევე დროში მოხსნა მოგვიწია რადგან "გაბალას" ფანები ძალიან გააღიზიანა და სკამების დამტვრევაზე იყვნენ უკვე გადასულები. მიზეზი კი ის დაპირისპირებაა, რომელიც ზაფხულში "დინამო"-"გაბალას" შეხვედრის დროს მოხდა.
სტადიონის დაცვის წარმომადგენლებმა დროშის მოხსნა გვთხოვეს, სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად.
თამაში უღიმღამო გამოდგა, ერთი გოლითა და "გაბალას" გამარჯვებით. ჟურნალისტების ობიექტივში კი ჩვენ მოვხვდით, გაკვირვებულები დარჩნენ 17 ჟურნალისტი საქართველოდან აქ როგორ მოხვდაო, ინტერვიუები ჩაწერეს, გააკეთეს რეპორტაჟები, გვესაუბრეს ფეხბურთზე და ზოგიერთმა პროვოკაციულადაც კი გააშუქა, თითქოსდა ჩვენ ბაქოს "ინტერის" დაფინანსებით ვიყავით ჩასულები.
მატჩის შემდეგ და მეორე დღეს ვარჯიშზე ქართველ ფეხბურთელებს შევხვდით. აქ იყვნენ ის ფეხბურთელები ვინც საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშს, ბევრად უკეთეს სიტუაციაში ფინანსურადაც და ისედაც, ყოფნა არჩიეს.
ბევრი ასეთი ქართველი ფეხბურთელი იყო "ინტერში" მანამდეც, ხოლო როცა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს საქართველოში დაბრუნდნენ და აქ გახდნენ ჩემპიონატის ლიდერები.
ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებდა, რომ ჩვენი ლიგის დონე პერიოდულად ეცემოდა და შედეგი 2017 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე გამოსვლის დროს დადგა, არავინ არ იცის რა იქნება 2018-ში.
დღეს ბაქოს "ინტერი" აღარ არსებობს ის "კეშლად" გადაკეთდა, ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში" კახა კაჭარავას ასისტენტია.
აზერბაიჯანულმა საკლუბო ფეხბურთმა ქართული ფეხბურთი უბრალოდ უკან ჩამოიტოვა და მათთან გათანაბრება უკვე შორეული პერსპექტივაა. ახლა უკვე დაპირისპირებები სანაკრებო დონეზე გველის.
ჟურნალისტები ბაქოში და ადგილობრივი მოსახლეობაც, როდესაც მათთან ფეხბურთზე ვსაუბრობ სულ აღნიშნავენ იმას, რომ ისინი ბევრად წინ იქნებოდნენ დღეს ფეხბურთში, რომ მათ ისეთივე საფუძვლები ჰქონოდათ როგორიც საქართველოში იყო.
აზერბაიჯანში წამყვანი ლეგიონერების და სპეციალისტების ჩამოყვანის, წამყვან ტურნირებზე ასპარეზობისა და წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, საფეხბურთო დონე მკვეთრად აიწია.
აზერბაიჯანელი ფეხბურთელები, რომლებიც ადრე დიდი შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნიდნენ, დრომ და გარემოებამ აიძულა გამხდარიყვნენ უკეთესები. მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ - არცერთ ჩემპიონატში, მათი საფეხბურთი ისტორიიდან გამომდინარე მათ ფეხბურთელებზე მოთხოვნა არ იყო, ისინი კი დღესდღეობით ვარჯიშით და მეტი მონდომებით ნელ-ნელა უფრო ძლიერები ხდებიან.
ჩვენი მეზობელი ნაკრების გასაძლიერებლად, ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთში ფინანსების ჩადებას და პროფესიონალების დასაქმებას, ასევე აქცენტს აკეთებენ ლეგიონერების ნატურალიზებაზე, რათა მალე ნაკრებმაც შეძლოს წამყვან ტურნირებზე ასპარეზობა.
რაც მთავარია მათ ფულის ჩადებით შედეგი მიიღეს, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობით მათ ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და არასპორტული გარემოც კი ძალიან ლამაზია. ჩვენ იგივე რაოდენობის ფინანსებზე შეიძლება ვიოცნებოთ, მაგრამ მეტი აქცენტი სპორტზე და რაც მთვარია სწორი მენეჯმენტი გვმართებს, თორე ის ფული რაც აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულა ერთის ჯიბეში წავიდა და მეორეს მუცლიდან გამოვიდა.