პირველად გულშემატკივარმა "ა“ ჯგუფის თამაშები იხილა. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს "რუსთავი“, "თელავი“, "გაგრა“ და ქუთაისის "ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. ჯგუფში პირველი ადგილი რუსთაველებმა დაიკავეს. ვარლამ კილასონიას გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა და სამივე თამაში მოიგო. პირველ შეხვედრაში "რუსთავი“ "გაგრასთან“ 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი მათი სასურველი ანგარიშით - 4:3 დაასრულეს. ასევე დაძაბული გამოდგა "რუსთავისა“ და "თელავის“ დაპირისპირება. ქვემო ქართლელებმა გამარჯვების გოლი უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ვარლამ კილასონიას გუნდი
ზამთრის თასი 2018-ზე ჯგუფური ეტაპი "ბ“ ჯგუფის მატჩებით დასრულდა. პლეი-ოფის საგზურისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ "ნორჩი დინამო“, თბილისის "დინამო“, "ვიტ ჯორჯია“ და ფოთის "კოლხეთი“ წარსდგნენ. "ნორჩმა დინამომ“ სასურველი უპირატესობის მოპოვება პირველივე შეხვედრაში მოახერხა და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით დაასრულა. დინამოელებმა პირველ მატჩში თბილისის "დინამოს“ ანგარიშით - 6:2 მოუგეს, მეორე შეხვედრაში ფოთის "კოლხეთი“ დაამარცხეს 7:2, ბოლო მატჩი კი "ნორჩმა დინამომ“ უშუალო კონკურენტის, "ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართა და ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 მოიგო. რაც შეეხებათ ვიტელებს, მათ საწყის შეხვედრებში "კოლხეთი“ და "დინამო“, შესაბამისად 5:0, 6:4 დაამარცხეს და ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სასახლეში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "რუსთავი“ და "ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. დამაჯერებლად მოგებული მატჩების შემდეგ ვარლამ კილასონიას გუნდმა პლეი-ოფზე კონცენტრირება ვერ მოახერხა და პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. ვეტერინარებმა მეტოქეს ექვსი გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი, მხოლოდ ორი მიიღეს. დრამატული გამოდგა მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა. "ნორჩ დინამოსა“ და "თელავს“ შორის გამართული მატჩი თელაველთა უპირატესობით დაიწყო. გიორგი დეკანოსიძის გუნდმა საწყის წუთებში ორი ბურთით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ კახელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების მონაწილეობით ზამთრის თასი 2018-ის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 10:00 საათზე ერთმანეთს "შევარდენი“ და "ნორჩი დინამო“ დაუპირისპირდებიან. 10:45 საათზე "ლოკომოტივი“ და "ვიტ ჯორჯია“. ფინალური მატჩი კი, 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ფინალური მატჩის ლაივს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ზემოთ აღნიშნული მატჩების პარალელურად ოლიმპიურ სასახლის პატარა დარბაზში 14-წლამდე ფეხბურთელთა შორის "ა“ და "ბ“ ჯგუფის მატჩები გაიმართა. ნახევარფინალში გასული გუნდები კი, ერთმანეთს ცენტრალურ დარბაზში დაუპირისპირდნენ. "ა“ ჯგუფი სფფ-ის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. აკადემიელებმა გამართული სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს, ერთში დამარცხდნენ და შესაბამისად, ექვსი ქულა დააგროვეს. რაც შეეხება "ბ“ ჯგუფს, ის თბილისის "საბურთალომ“ მოიგო. საბურთალოელებმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა კლუბმა სამ მატჩში 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.
14-წლამდე გუნდების ნახევარფინალური დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა. გამარჯვებისთვის ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა "საბურთალომ“ უკეთესი შეხვედრა ჩაატარა და "სფფ აკადემია“ ანგარიშით - 5:3 დაამარცხა. ზამთრის თასის ფინალურ შეხვედრაში 14 ნოემბერს "საბურთალო“ თანაქალაქელ "დინამოს“ დაუპირისპირდება. 14-წლამდელთა ფინალური შეხვედრა ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში 16:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით