ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ილია კოკაიას განცხადებას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოეხმაურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გადაცემა "სპორტის საათში" "ზესტაფონის" მფლობელმა არა მხოლოდ თავის კლუბზე, არამედ, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა.

"კითხვაზე, მსურს თუ არა დავაფინანსო "ზესტაფონის" დაბრუნება, პირდაპირ ვამბობ, რომ არ მსურს. არავითარი სურვილი არ მაქვს, რა ფორმატშიც იყო შემოთავაზება, კლუბი საქართველოს ჩემპიონატში დავაბრუნო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატში რეფორმებს ველოდით, დღეს ამას ვერ ვხედავ", - თქვა ხსენებულ გადაცემაში კოკაიამ, რომელიც ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ საკითხებზე
საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩემი აზრიც გამეცნო, - ამბობს კობიაშვილი. - ვადასტურებ, რომ კოკაიას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და ვუთხარი, დაეფიქსირებინა ის სიმართლე, რასაც ფიქრობდა.

დღეს ეს მან გააკეთა "რუსთავი 2-ის" ეთერში. ასევე, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ, და პირადად მე, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კლუბი დაბრუნებულიყო. ეს პირველად არ გავაკეთეთ, წელიწად-ნახევრის წინაც შევთავაზეთ, რაზეც მაშინაც და ახლაც უარი მივიღეთ. საბოლოოდ, გავიგეთ, რომ მას "ზესტაფონის" ჩემპიონატში დაბრუნება არ სურს", - ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი "ზესტაფონის" მეპატრონის სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"ამ თემის მიღმა კოკაიამ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუ რა საშინელება ხდება, კატასტროფაა, სიბინძურე და ასე შემდეგ. მინდა, მასაც ვურჩიო და კლუბ "ზესტაფონსაც" - თუ მართლა ასე ფიქრობენ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია, სადაც ასეთი საშინელებები ხდება.

სხვა შემთხვევაში, თავად ამ სიბინძურის ავტორები და თანამონაწილეები ისინიც არიან. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე ვურჩევ კოკაიას, ქართული ფეხბურთის წინაშე ბოდიში მოიხადოს. ასევე, ვთხოვ დააფიქსირონ პოზიცია "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა - ეთანხმებიან თუ არა ილია კოკაიას მოსაზრებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობიაშვილს არც ფეხბურთისთვის სცალია და არც პარლამენტისთვის,უზარმაზარ ბინა-სასახლეს იშენებს აბაშიძეზე და აცალეთ! რა დროს ფეხბურთია!?...
თენგო
20:57 02-02-2018
0
მიუხედავად კობისადმი, როგორც ფეხბურთელისადმი ჩემი ძალიან დადებითი დამოკიდებულებისა, მისი ეს კომენტარი კოკაიას მისამართით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რას ქვია "სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია". რა გამოდის, თუ რომელიმე გუნდის წარმომადგენელმა გააკრიტიკა ან თუნდაც ბრალი წაუყენა ფეხბურთის ფედერაციას რაიმე საკითხზე, ეს ორგანიზაცია უნდა დატოვოს!!!! ის ხომ ჯობდა არგუმენირებული პასუხი გაეცა კობის "მბრალდებელი"-სათვის! მე მგონი ჯობდა. ასეთ მიდგომას, არანაირი კავშირი არა აქვს მენეჯმენტთან.
gogi menabde
12:35 30-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული