ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ილია კოკაიას განცხადებას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოეხმაურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გადაცემა "სპორტის საათში" "ზესტაფონის" მფლობელმა არა მხოლოდ თავის კლუბზე, არამედ, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა.

"კითხვაზე, მსურს თუ არა დავაფინანსო "ზესტაფონის" დაბრუნება, პირდაპირ ვამბობ, რომ არ მსურს. არავითარი სურვილი არ მაქვს, რა ფორმატშიც იყო შემოთავაზება, კლუბი საქართველოს ჩემპიონატში დავაბრუნო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატში რეფორმებს ველოდით, დღეს ამას ვერ ვხედავ", - თქვა ხსენებულ გადაცემაში კოკაიამ, რომელიც ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ საკითხებზე
საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩემი აზრიც გამეცნო, - ამბობს კობიაშვილი. - ვადასტურებ, რომ კოკაიას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და ვუთხარი, დაეფიქსირებინა ის სიმართლე, რასაც ფიქრობდა.

დღეს ეს მან გააკეთა "რუსთავი 2-ის" ეთერში. ასევე, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ, და პირადად მე, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კლუბი დაბრუნებულიყო. ეს პირველად არ გავაკეთეთ, წელიწად-ნახევრის წინაც შევთავაზეთ, რაზეც მაშინაც და ახლაც უარი მივიღეთ. საბოლოოდ, გავიგეთ, რომ მას "ზესტაფონის" ჩემპიონატში დაბრუნება არ სურს", - ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი "ზესტაფონის" მეპატრონის სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"ამ თემის მიღმა კოკაიამ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუ რა საშინელება ხდება, კატასტროფაა, სიბინძურე და ასე შემდეგ. მინდა, მასაც ვურჩიო და კლუბ "ზესტაფონსაც" - თუ მართლა ასე ფიქრობენ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია, სადაც ასეთი საშინელებები ხდება.

სხვა შემთხვევაში, თავად ამ სიბინძურის ავტორები და თანამონაწილეები ისინიც არიან. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე ვურჩევ კოკაიას, ქართული ფეხბურთის წინაშე ბოდიში მოიხადოს. ასევე, ვთხოვ დააფიქსირონ პოზიცია "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა - ეთანხმებიან თუ არა ილია კოკაიას მოსაზრებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობი ჯიუტობ და ეს ვნებს ქარტულ ფეხბურტს და ამასჰი სჰენ ხარ დამნასჰავე ერტადერტი ადამიანი ვინც ფულს დებს ქარტულ ფეხბურტსჰი კოკაიაა და ისიც გარიყე სჰენ და სჰენმა უტვინო გაუნატლებელმა მრჰეველებმა.
bajo
29 იანვარი 2018 10:55
12
კობი, კოკაიას ტყუილი არაფერი უთქვამს.ვერ ხედავ, რომ ერთდროულად 2 სკამზე ჯდომა არ შეგიძლია? ერთზეც ვერ ზიხარ წესიერად.შენი პრეზიდენტობა და პარლამენტარობა არის შეცდომა.წადი მწვრთნელად.
status quo
29 იანვარი 2018 11:27
6
ილია კოკაიას ქარათულ ფეხბურთში მილიონები აქვს დახარჯული,თქვენ ბატონო ლევან თქვენი საძმოიანად რამდენი ლარი გაქვთ დახარჯული? არცერთი თქვენ ფული სასტუმროებში,ენერგეტიკაში და ათას სხვა საქმეში ჩადეთ გარდა ფეხბურთისა.ამის შემდეგ კოკაიაზე როგორ საუბრობთ?ბიზნესმენებს მოუწოდებთ ფული ჩადეთო და პირადად თქვენ არცერთი ლარი არ გაქვთ ჩადებული,პირიქით ფულის საშოვნელად მოხვედით და ფაროსანასავით შეესიეთ ბიუჯეტს.ადმინ გამოაქვეყნეთ თუვაჟკაცობა გყოფნით ეს სიმართლეა თქვენც კარგად იცით.
ემზარი
29 იანვარი 2018 13:38
9
არ მსურსო არ უთქვამს, ჩვენც ვუყურეთ მაგ გადაცემას. საიდანაც უსამართლოდ მოკვეთეს, იქ თუ დააბრუნებენ, ყველაფერს გააკეთებს ეს კაცი. მეტი რა გითხრათ. სხვა შემთხვევაში სრულიად მესმის მისი.
1
29 იანვარი 2018 10:26
9
კოკაია იმიტომ აფინანსებდა ზესტაფონს რომ წილი ქინდა ქარხანაში. ანუ წილის მიღების სანაცვლოდ აკეთებდა. ეხლა უკვე გაპრავებული აქვს ყველაფერი და რაღატო დააფინანსებს? კი არ ვამტყუნებ, ხალხო. უბრალოდ სამუდამო ვალდებულება კი არ აქვს, ქონდა ის ვალდებულება და დამთავრდა. ისარგებლა მომენტით და შეეშვა დიდი ფულის ხარჯვას. ჭკვიანია.
aba
29 იანვარი 2018 13:36
10
ვინმეს თუ გაქვთ წარმოდგენა, რამდენი იხარჯება იმ სტადიონის და ბაზების მოვლა-შენახვაზე?
?
29 იანვარი 2018 13:48
1
დომენტის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს!!!! ისე ყელყელაობს ბატონი კობიაშვილი და უკადრისობს კრიტიკას, თითქოს იმ ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტი არ იყოს ,რომლის ნაკრებმაც შესარჩევ ციკლში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო, 21 წლამდელთა ნაკრებმა ფარერელ მეთევზეებთან სამარცხვინოდ წააგო, ვერცერთმა ასაკობრივმა ნაკრებმა ვერანაირი შედეგი ვერ დადო, ყველა ქართული კლუბი ევროტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და ქვეყნის ანტირეკორდიც დაფიქსირდა - მხოლოდ 0.125 ქულა,მოქმედმა მსაჯმა წელს, სავარაუდოდ გარიგებული თამაშისთვის, თავი მოიკლა, თუ მოკლეს,და ამის შენდეგ ის იმ ინვესტორს და იმ გუნდს თხოვს ფედერაციის დატოვებას, რომელსაც უფრო მეტი ბუნებრივსაფარიანი სტანდარტული მოედანი აქვს ვიდრე ეროვნული ლიგის 10 დან 8 გუნდს ერთად აღებულს! ბრავო!!!!!!
luxuta
29 იანვარი 2018 15:04
6
კობი ახლოს ხარ ისტორიის სანაგვასთან და ვერ ხვდები... რას გვამადლი? ორ ადგილზე რომ ხარ დასაქმებული? თუ ბურთს რომ აგორებდი გერმანიის მინდვრებზე? ჩვენთვის დარბოდი ხო?
EH KOBI, KOBI...
29 იანვარი 2018 13:31
9
იცით რას ვერ ვხვდები. ორ ადგილზე ერთად რომ იმუშავო მინიმუმ საშუალოდ მაინც უნდა იყოს აწყობილი საქმე ორივეგან. ახლა გეკითხებით, სად გვაქვს საქმე კარგად პარლამენტში თუ ფეხბურთის ფედერაციაში? ძალიან პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს და არის ჩემთვის ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელი. სამწუხაროდ სხვა მხრივ ვერაფერ პროგრესს ვერ ვხედავ
Lasha
29 იანვარი 2018 15:08
2
კობიაშვილი არ რის მზად ასეთ მნიშვიშვნელოვან დარგს უხელმძვამელოს, სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ამბიცია აქვს ქართველს და თავის შესაძლებლობებს ვერ ხედავს, ამასთან გვაქს საქმე და უნდა წავიდეს საკუთარი ნებით, სანამ გვიან არ არის.....
bela
29 იანვარი 2018 14:50
5
აღმასკომი იქნება თუ ნებისმიერი უბრალო თანამდებობა, ყველა პირი შერჩეულია ერთი პრინციპით, კობიაშვილის სამეგობროს წარმოადგენენ. მათ შორის ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებიც. მეგობრობა კარგია, მაგრამ როგორ შეიძლება შენს სამეგობროში იყოს მხოლოდ პროფესიონალები. შედეგიც შესაბამისია.
gela
29 იანვარი 2018 12:09
3
ეს კოკაია რატომღაც უარყოფითი პიროვნება გამოყავთ მაშინ, როდესაც მართლა შეუძლია მას ერთი ჯანსაღი ქართული კლუბი ჰყავდეს. არ მესმის, რატომ არ უნდა ფედერაციას ეს და რატომ არის მუდმივად ეს ქართული კინკლაობა ??? ჩემი აზრით, როდესაც ყველა კლუბი კერძო საკუთრება გახდება და არ დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მაშინ იქნება ჯანსაღი კონკურენცია ფეხბურთში
დდდ
29 იანვარი 2018 12:30
5
პირადად მე, უკვე კარგა ხანია მივხვდი, რომ კოკაიას აღარ აქვს სურვილი დააფინანსოს გუნდი და ცდილობს მისი ეს განზრახვა სხვას გადააბრალოს. თუმცა მისი უარი გუნდის დაფინანსებაზე უკანონო არ არის. მას ამის სრული იურიდიული უფლება აქვს...
tngh
29 იანვარი 2018 12:54
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული