კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება

AutoSharing Option
Azerifootball.com-ის ცნობით, "გაბალას" უკრაინელმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ყაზახეთის "ასტანასგან" ფინანსურად მომგებიანი და კარიერისათვის პერსპექტიული წინადადება მიიღო, ამ კლუბმა ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე ამჟამინდელ გუნდში იღებს, მალე სამუშაო ადგილს გამოიცვლის, მის ნაცვლად კი "გაბალას" სათავეში კახა ცხადაძე ჩაუდგება.

"ყაზახეთის ასტანას" ფეხბურთელებს უკვე აცნობეს, რომ მეორე შეკრებაზე ახალი მწვრთნელი წაიყვანს, ხოლო "ასტანას" დამრიგებელი სტანიმირ სტოილოვი უახლოეს ხანში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს.

"გაბალას" კახაბერ ცხადაძე გაწვრთნის. ტყუილად კი არ შენიშნეს ქართველი სპეციალისტი თურქეთის სანაპიროზე. მისი თურქეთის ბელეკში ყოფნის ოფიციალურ ვერსიად "ამკარის" მწვრთნელთან
გაჯი გაჯიევთან გამოცდილების გაზიარება დასახელდა. ამასთან, ცხადაძე სისტემატურად ესწრებოდა აზერბაიჯანის 21-წლამდელთა გუნდების თამაშებს. თუ კიდევ ერთი ირიბი დადასტურება გსურთ, დაფიქრდით, რატომ არ განახორციელა "გაბალამ" ზამთარში არც ერთი ტრანსფერი. ხელმძღვანელობა გრიგორჩუკის წასვლას ელოდება და ამის შემდეგ ცხადაძის სურვილით შეიძენს ფეხბურთელებს.

სავარაუდოდ, ეს სულ მალე მოხდება. კონკრეტულად - ზამთრის შეკრების დასრულებამდე. სეზონის განახლებისას "გაბალას" უკვე კახაბერ ცხადაძე უხელმძღვანელებს. ჩვენ საინტერესო მოვლენები გველის!", - გვამცნობს აზერბაიჯანული პორტალი.

"გაბალა" 14 ტურის შემდეგ 31 ქულით ჩემპიონატზე მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაბალას კი არა საქართველოს ნაკრაბს დაერხა ცხადაძის წასვლით.
givi
12:59 01-02-2018
1
მართალია გაბალა რაღაც ისეთი გუნდი არ არის, მაგრამ რატომაც არა, დიდ ბიუჯეტიანი გუნდია და ბევრი ლეგიონერი ყავთ, ამიტომ საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს ლიგებზე. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი სავალალო მდგომარეობით ვერცერთი ქართული კლუბი ამ გუნდთან ახლოს ვერ მივა, ამიტომ კახი ცხადაძის ეს დანიშვნა უდაოდ დიდი წარმატებაა და დარწმუნებული ვარ გუნდი მის ხელში წარმატებებს მიაღწევს. ისე სიტყვამ მოიტანა და გამახსენდა, კობიაშვილმა რომ გაუშვა ცხადაძე ნაკრების მწვრთნელობიდან, მიზეზი იყო ის, რომ კობიაშვილმა მასთან საერთო ენა ვერ გამონახა და ცხადაძე ნაკრების ანვითარების პერსპექტივებს განსხვავებულად ხედავდა. პ.ს. ეგეთი რაღაცა, მსოფლიოში არ მომხდარა, რომ მსგავსი შეთითხნილი მიზეზის გამო მწვრთნელი გადაეყენებინოთ. კობიაშვილი უნდა წავიდეს სახლში თავის ძმაბიჭებიანად...!
დიმა
12:43 01-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული