თბილისის "დინამო" გიორგაძისა და კობახიძის "ვორსკლასთან" 1:4 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ სიდეში შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" ამხანაგურ - საკონტროლო მატჩში პოლტავას "ვორსკლასთან" დამარცხდა 1:4.

შეხვედის დასაწყისში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ბუდუ ზივზივაძემ შუსტის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და "დინამო" დაწინაურდა. 31-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ჩვენი გუნდის მცველს მოხვდა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და თერთმეტმეტრიანი შარპარმა გაიტანა.

მეორე ტაიმში "დინამოს" მწვრთნელმა კახი კაჭარავამ თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა და ამის შემდეგ თამაში უკრაინული გუნდის უპირტესობით წარიმართა: ჯერ შარპარმა გაარტყა ბურთი ძელს, შემდეგ კი ჩესნაკოვმა, კულაჩმა და 69-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ქართველმა მცველმა ანდრო გიორგაძემ 
დალაშქრეს "დინამოს" კარი. სხვათა შორის, ანდრომ წინა შეხვედრაშიც გაიტანა "ნაპრედაკთან" გოლი. "ვორსკლას" ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

დინამო: ბულისკერია, თოთაძე, ხარაბაძე, რუხაია, ლუცევიჩი, ქარდავა, ო.კიტეიშვილი, ივენისენია, შულაია, ივანიშვილი, ზივზივაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, გ. ხარშილაძე, გაბუნია

ვორსკლა: შუსტი, დალკუ, ჩიჟოვი, პედრუტა, საპაი, კრავჩენკო, შარპარი, კობახიძე, რებენოკი, ვასინი, კოლომიეცი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩესნაკოვი, კულაჩი, გიორგაძე, საკივი, კადიმიანი, შაპოვალი, გლუშუკი

გოლები: 1:0. ზივზივაძე (10), 1:1. შარპარი (31, პენ), 1:2. ჩესნაკოვი (65), 1:3. კულაჩი (69), 1:4. გიორგაძე (81)
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოს მაისურზე გაყიდული ფეხბურთელების სახელები დააწერეთ წინა მხრიდან, სადაც სპონსორების ადგილია . გამგები გაიგებს ))
0
ფიფიამ იკითხოს ყველა რო გაუშვა! ფული ხო აიღო
georgia
20:00 02-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული