
ბუბა ადრე "ზესტაფონის", "კარპატის" და "დიოშდიორის" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება მოსამზადებელ მატჩს, "სამტრედიამ" მორიგი ამხანაგური შეხვედრა რუმინეთის "დუნარეა კალარასთან" ჩაატარა და მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გიორგი ერისთავმა მოწინააღმდეგე გუნდს გოლი 55-ე წუთზე გაუტანა.
89-ე წუთზე დანიშნული პენალტით მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოო შედეგი 1:1 დაფიქსირდა.