კახა ცხადაძე: საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბში მუშაობას ისურვებდა. გარდა ამისა, ცხადაძემ საქართველოს ნაკრებიდან წამოსვლის პერიოდზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერ არ ვმუშაობ. თურქეთში ვიყავი, "ამკარის" მთავარ მწვრთნელ გაჯი გაჯიევს შევხვდი. სამწვრთნელო პროცესს ვარკვირდებოდი, ვესაუბრებოდი სპეციალისტს. პრაქტიკებს ვაგრძელებ, რომ ტონუსში ვიყო. შეთავაზებები კი არ მაქვს.

- "კეშლაში" (რედ: ყოფილი ბაქოს "ინტერი") სტაბილურად მუშაობდით, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრებსა და
"ქაირათში" საქმეები ვერ აგეწყოთ...

- ყველამ იცით, რა მოხდა საქართველოს ნაკრებში. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ჩემთან მუშაობა არ ისურვა. მისი გუნდი მე მათიანად არ მთვლიდა. რაც შეეხება ყაზახეთს, ვერ ვიტყვი, რომ იქ საქმეები არ წამივიდა. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 67 მატჩში 47 მოგება მოიპოვა, თუ არ ვცდები, მხოლოდ 6 შეხვედრაში დავმარცხდით და ასევე მოვიგეთ ყაზახეთის სუპერთასი.

გუნდი გავიდა ფინალში, მაგრამ მაგ დროისთვის უკვე არ ვიყავი გუნდში. სასტარტო 4 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, თუმცა ჩემი მოსვლის შემდეგ "ქაირათმა" საბოლოოდ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ კლუბში ყველაფერი კარგად მქონდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან თავიდანვე შევთანხმდით, რომ გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გამეყვანა. ამის მიღწევა ვერ შევძელით.

- დაბრუნდებოდით აზერბაიჯანის პრემიერლიგაში?
- თუ ასეთი წინადადება იქნება. ბუნებრივია, ვისურვებდი ისეთი გუნდის გაწვრთნას, რომელსაც მაქსიმალური ამოცანები ექნება. ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო ამბიციურ კლუბში მუშაობა.

- ერთი პერიოდი "კეშლასა" და საქართველოს ნაკრებში ერთდროულად მუშაობდით. ანალოგიურად იქცევა ახლა გურბან გურბანოვი. გაუჭირდება?
- როცა ნაკრებში მივედი, გუნდს შესარჩევ ეტაპზე შანსები უკვე აღარ ჰქონდა. ძალიან რთულია, ორი თანამდებობა შეათავსო. გურბანოვს ერთი უპირატესობა ექნება - მას ყველა დაეხმარება. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა.

წყარო: azerisport.com
მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგის მჯერა რომ ეს მაფიოზები ძირს უთხრიდნენ მაგრამ შვილი არ უნდა მიგეყვანა ნაკრებში კახა
dato
06 თებერვალი 2018 16:57
5
კიდევ ერთი დასტური, რომ მხოლოდ პირადი ამბიციების დაკმაყოფილება აინტერესებს ფედერაციის შეფებს
1
06 თებერვალი 2018 17:26
9
ხომ გაგიგიათ: "ხემ თქვა, ცული რას მიზამდა, შიგ ჩემი ჯიშისა რომ არ ერიოსო"!
N
06 თებერვალი 2018 22:26
0
ხელფასი არაფერ შუაში არ იყო, ამათ ჭირდებოდათ კაცი რომელიც მათ დირექტივებს გაატარებდა (დარწმუნებული ვარ ნაკრების თამაშებზე მაზაობენ), რაც შეეხება ბაჩანას ნაკრებში ყოფნას ეს რათქმაუნდა კახის შეცდომა იყო, იმიტომ კი არა რომ რამეს აფუჭებდა, იმიტომ რომ ქართველს აქვს ასეთი ხასიათი, არ პატიობს არაფერს და ყველგან წამოაძახებს. ცხადაძე დღესაც არის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი.
ქართვული ფეხბურთი დღეს წურბელების ხელშია დამთავარი წურბელა ზემოდან ლობირებს, გასაგებია ვინც.
ლაშა
06 თებერვალი 2018 21:40
10
ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრა იცოცხლე,ქართველების ხელობაა.ეგრეც იყო რაა. არავინ არ თქვას რამე.არაფერი გვეშველება ამიტომ არასოდეს.
Givi
06 თებერვალი 2018 17:37
5
ერთმანეთის ჭამით თუ გავძღებით,თორემ ისე რა გაგვაძღობს ჩვენ.
ტიმო
06 თებერვალი 2018 19:54
2
ხო და კახი ჩაიბარე ყაზახეთი და ანახე ვაისს სკოლააა.....
patrioti
06 თებერვალი 2018 21:41
6
თანამედროვე გიორგი სააკაძე (ეს ხუმრობით, მაგრამ, სააკაძის მსგავსად ორჯერ გავაგდეთ საქართველოდან და ორივეჯერ, სადაც წავიდა წარმატებას მიაღწია).
ქომაგი
06 თებერვალი 2018 19:47
7
კალაძე და ივანიშვილი გაქცევდა ზურგს აბა რა იქნებოდა.საქართველო იღუეპა ხალხო გავიგვიძოთ
butxa
06 თებერვალი 2018 22:56
7
შეიძლება ასეც იყო. ისე, შენც რო ცოტა ნორმალურ ხელფასს დასჯერებოდი საქართველოს რეალიების გათვალისწინებით უფრო მართალი იქნებოდი.
ფერნანდო
06 თებერვალი 2018 19:32
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული