კახა ცხადაძე: თუ ყაზახეთის ნაკრები მომმართავს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კახაბერ ჯუმბერის ძევ, როგორაა თქვენი საქმეები? ამჟამად რით ხართ დაკავებული? თქვენი შემოქმედებითი შვებულება ძალიან გაგრძელდა, თავად როგორ თვლით?
- ჯერჯერობით სახლში ვარ. სასურველ წინადადებას ველი. მე ყოველთვის ამბიციურ გუნდებში ვმუშაობდი, რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავდნენ ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. პრინციპში, შვებულება ამიტომ გამიგრძელდა.

- ყაზახეთში ჯერაც განიხილავენ ერთა ლიგის კენჭისყრას, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ვის თვლით ფავორიტად?

-  პრინციპში, ჩვენს ჯგუფში წილისყრა ყველა გუნდისთვის მკაცრი იყო, რადგან ჩემის აზრით, ეს D ლიგაზე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან გასვლა ძნელია, რადგან შესანიშნავად ვიცი საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციალი, რომელსაც ადრე ვწვრთნიდი და შესანიშნავად ვიცი ყაზახეთის ნაკრების შესაძლებლობები.

ფავოროტები რა თქმა უნდა, საქართველო და ყაზახეთია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, რომლებმაც თავიანთი შეგირდების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. იმავე ლატვიასთან და ანდორასთან რთული გასვლითი მატჩები იქნება.

- ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს. თქვენნაირი სპეციალისტი დიდი იშვიათობაა. ჩვენს ფეხბურთს შესანიშნავად იცნობთ. საკუთარი თავი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არ წარმოგიდგენიათ? მზად ხართ ჩაუდგეთ ჩვენს გუნდს სათავეში და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდეთ?
- უკვე ვთქვი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი თავის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს კარგად იცნობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და თავის წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. უდავოა, მე ჩემი პლუსები მაქვს - შესანიშნავად ვიცნობ საქართველოს ნაკრების როგორც გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების პოტენციალს. იგივეს ვიტყვი თქვენს გუნდზეც. დიდ სირთულეს აქ სამუშაოდ ვერ ვხედავ.

ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვი იქნება, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, ამ აზრისაა ყაზახეთში ყოველი მეორე გულშემატკივარი, თუ ყველა არა. პირველი კანდიდატი სტოილოვია. თუ დათანხმდა, ნაკრებში პერსპექტივა აქვს. თუ მე მომმართეს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ყველას მოგმართავთ:სხვა კუთხით შეხედეთ ამ საქმეს,ეს სპორტია,კახას ვინც მოღალატეთ აცხადებთ ფეხბურთთან არაფერი გესაქმებათ,კახას კი არ უნდა ვეძახოთ მოღალატე,არამედ საქართველოს ფეხბურთელებმა ისწავლონ ფეხბურთი და ბოლო წუთებზე ბურთის საკუთარ კარში გაუშვებას თავი დაანებონ,ეს სენი,მარტო ნაკრებს არ ჭირს ეს ყველა ქართული კლუბების სენია,რაც შეეხება კახას ის პროფესიონალი მწვრთნელია და სადაც საქმეს მიცემენ იქ იმუშავებს,თუ ძლიერები ვართ კახას გაწრვთნილ ყაზახეთს მოუგოთ,თუ ასე მიუდგებით,მაშინ კახა ვერცერთი ქვეყნის ნაკრებს ვერ ჩადგება სათავეში იმის შიშით ვაი საქართველოს ნაკრებს არ შეხვდესო,რა გამოდის ვაისი თავისი ქვეყნის მოღალატეა?ან მიულერი გერმანიის?გაალი ჰოლანდიის? და ა.შ. მოღალატის იარლიკის მიკერებას თავი დავანებოთ და ჩვენ უნიათობას და კუდაბზიკობას მივხედოთ და მოვიშოროთ.
ნიკოლოზი
08 თებერვალი 2018 08:54
3
რომ ამბობთ ცხადაძე ვაისზე კვალიფიციურიაო. შედეგებს გადახედეთ და ცხადაძის ერთი ტიტული დამისახელეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონი ვერ გახდა. რა ლოგიკით მსჯელობთ. ან აზრზე არ უნდა იყო ფეხბურთის და ან მიკერძოებული აზრი გაგაჩნია. მაგრამ ეს ჩვენი მენტალიტეტის ბრალია.გვიყვარს გაღმერთება.. მერე დედის გინება.. თუ გაუმართლა და ადრე გააგდეს ღმერთად რჩება.. მარტივად სამართავ ერად ვყალიბდებით. ეს არის ჩვენი პრობლემა.
A
08 თებერვალი 2018 11:39
6
ვფიქრობ დამატებით ინტრიგას შესძენს
თამაშებს კახა რომ გახდეს ყაზახეთის მწვრთნელი.არაა სამშობლოს ღალატი ჩემი აზრით. სადაც დაგაფასებენ იქ უნდა წახვიდე.
გიორგი
08 თებერვალი 2018 02:34
7
არ ყავდა მოლდოვას ცხადაძე მწვრთნელად. მაგრამ ვაისი-კობიაშვილისფორმაციის ნაკრებმა ვერცერთი თამაში ვერ მოუგო.
დიდი ალბათობით ესენი ყაზახეთსაც ვერ მოუგებენ
ლაშა
08 თებერვალი 2018 09:54
3
საერთოდ არ გავამტყუნებ ამ კაცს თუ ჩააბარეს ყაზახეთის ნაკრები და იმ ნაკრებით სისხლი გაგვიშრო ღირსები ვიქნებით ყველანი პირში წყალი რომ ჩავიგუბეთ და კობიაშვილს თავის ხუშტურის გამო რომ გავაშვებინეთ დასჯის ღირსები ვიქნებით რათქმაუნდა წარმატებას ვერ და არ ვუსურვებ მაგრამ ვთვლი რომ ვაისზე მაღალი დონის მწვრთნელია და მისი ნაკრებიდან გაგდება დიდი შეცდომა იყო
LIVE
08 თებერვალი 2018 03:36
6
ღალატი რა შუაშია, საქართველოს ნაკრებიდან გადადის ყაზახეთში უკეთესი შემოთავაზების გამო თუ როგორაა საქმე? მწვრთნელს, რომელმაც ყრუ დაცვითი-მოგერიებითი ფეხბურთიდან გამოგვიყვანა და შეიძლება უხარისხო მაგრამ დაბალანსებული (არც დაცვაში რომ ხარ ჩაკეტილი და არც უაზრო თავგუდმოგლეჯილ შეტევაში და კონტრშეტევებით 20 წუთში რომ აგებ თამაშს)ფეხბურთის თამაში დააწყებინა, ნახევარი ციკლი ვაცადეთ და გავაგდეთ ხელფასის დაკლების მოთხოვნით, მაშინ როცა ვაისის ხელფასს არც არავინ ასაჯაროებს და კახაზე ნაკლებიც არ აქვს დიდი ალბათობით. აი ეს კაცი, რომელსაც ეხლა ევროპული ქვეყნის ეროვნული ნაკრები ეპატიჟება, რომ გადავიდეს იქ და თუნდაც თავის არდამფასებელ სამშობლოს ნაკრებთან ფეხბურთი ათამაშოს, რატომაა ერის ღალატი. გულზე ხელი დაიდეთ ყველამ, რომ ასეთ სამსახურზე უარს იტყოდით და მერე ესროლეთ ქვები საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, თავისი ფულით რომ ყიდულობდა იმ დროში ფორმებს ბიჭებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994წლის) თამაში რომ დათმო საქართველოს ნაკრების გამო..
valderrama
08 თებერვალი 2018 14:25
8
წადი ბაბუ წადი, ხომ ტრაბახობ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობო, ანუ თუ ყაზახები დამიძახებენ ამას გამოვიყენებო, აბა ჰე შვილიც წეიყვანე, მარა რომ არავინ გეძახის?
კოტე
08 თებერვალი 2018 12:12
3
კობის საქართველო ფეხებზე ჰკიდია და მისნაერებს კიდევ. იგივე ხდება რაც საუკუნეობრივ. საკუთარს არავინ აფასებს და ხელს უწყობს, სანამ სხვები არ დააფასებენ. და მერე შურთ. ვაისი და ვუისი ვერ უშველის ქართულ ფეხბურთს.
niko
08 თებერვალი 2018 02:03
9
ეს ის ცხადაძეა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რო რუსეთის (ვითო სნგ) ნაკრებში დარჩა და იქ რო დაიკიდეს მერე წამოვდა საქართველოს ნაკრებში. ფეხბურთელი კაცი რო შენი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ხარ მოწადინებული მოსაწონი საქციელია კი. ერთი ყაზახეთი გვჯობია ჩვენ და მეორე ეს ვაისს.
ქომაგი
08 თებერვალი 2018 13:14
6
ეგ ის ცხადაძეა თავისი ფულით რო მოქონდა,მაისურები გუნდისთვის და პირველი კაპიტანია ნაკრების
lego
08 თებერვალი 2018 22:38
1
ცხადაძე კი არა კარლო ანჩელოტი რომ დაუნიშნო ამათ მაინც არაფერი შეიცვლება.ჯერ ერთი იმიტომ რომ თამაში არ იციან,მეორე იმიტომ რომ უჯიგროდ თამაშობენ,მესამე იმიტომ რომ არაკვალიფიციური მწვრთნელები ზრდიან ბავშვობიდან.რომ ვითხოვთ წარმატებას ვაისისგან,ისიც ვთქვათ ვინ გვყავს,ვაკო გვილია?წელიწადია ეზოშიც რომ არ უთამაშია?ჯაბა კანკავა?აბურჯანია?კაკაბაძე?ნავალოვსკი?ყაზაიშვილი?ჯიღაური?კიდევ სხვებიც.გეკითხებით სად თამაშობენ და ისიც შეცვლებზე,ზოგი შეცვლებზეც არ შეყავთ.ამათ ვაისისგან და ცხადაძე უშველის?
მერო
08 თებერვალი 2018 12:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული