კახა ცხადაძე: თუ ყაზახეთის ნაკრები მომმართავს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კახაბერ ჯუმბერის ძევ, როგორაა თქვენი საქმეები? ამჟამად რით ხართ დაკავებული? თქვენი შემოქმედებითი შვებულება ძალიან გაგრძელდა, თავად როგორ თვლით?
- ჯერჯერობით სახლში ვარ. სასურველ წინადადებას ველი. მე ყოველთვის ამბიციურ გუნდებში ვმუშაობდი, რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავდნენ ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. პრინციპში, შვებულება ამიტომ გამიგრძელდა.

- ყაზახეთში ჯერაც განიხილავენ ერთა ლიგის კენჭისყრას, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ვის თვლით ფავორიტად?

-  პრინციპში, ჩვენს ჯგუფში წილისყრა ყველა გუნდისთვის მკაცრი იყო, რადგან ჩემის აზრით, ეს D ლიგაზე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან გასვლა ძნელია, რადგან შესანიშნავად ვიცი საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციალი, რომელსაც ადრე ვწვრთნიდი და შესანიშნავად ვიცი ყაზახეთის ნაკრების შესაძლებლობები.

ფავოროტები რა თქმა უნდა, საქართველო და ყაზახეთია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, რომლებმაც თავიანთი შეგირდების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. იმავე ლატვიასთან და ანდორასთან რთული გასვლითი მატჩები იქნება.

- ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს. თქვენნაირი სპეციალისტი დიდი იშვიათობაა. ჩვენს ფეხბურთს შესანიშნავად იცნობთ. საკუთარი თავი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არ წარმოგიდგენიათ? მზად ხართ ჩაუდგეთ ჩვენს გუნდს სათავეში და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდეთ?
- უკვე ვთქვი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი თავის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს კარგად იცნობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და თავის წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. უდავოა, მე ჩემი პლუსები მაქვს - შესანიშნავად ვიცნობ საქართველოს ნაკრების როგორც გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების პოტენციალს. იგივეს ვიტყვი თქვენს გუნდზეც. დიდ სირთულეს აქ სამუშაოდ ვერ ვხედავ.

ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვი იქნება, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, ამ აზრისაა ყაზახეთში ყოველი მეორე გულშემატკივარი, თუ ყველა არა. პირველი კანდიდატი სტოილოვია. თუ დათანხმდა, ნაკრებში პერსპექტივა აქვს. თუ მე მომმართეს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
არ გაამტყუნოთ ეს კაცი მას უნდოდა საქართველოს ნაკრებისთვის სიკეთის მოტანა და არ აცადეს. კი გასაგებია პირადმა კონფლიქტმა შენი ქვეყანა არ უნდა დააზიანოს მაგრამ რა უყოთ პროფესიონალიზს რომელიც არ ითვალისწინებს ამ ზემოთ ჩამოთვლილს და თან ეს არაჩვეულებრივი შანსია დაამტკიცოს ის რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და რომ ვაისზე მაღალი დონის მწვრთნელია მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა დანიშნონ მწვრთნელის პოსტზე მოკლედ დაველოდოთ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ
LIVE
15:28 02-03-2018
2
ღალატი რა შუაშია, საქართველოს ნაკრებიდან გადადის ყაზახეთში უკეთესი შემოთავაზების გამო თუ როგორაა საქმე? მწვრთნელს, რომელმაც ყრუ დაცვითი-მოგერიებითი ფეხბურთიდან გამოგვიყვანა და შეიძლება უხარისხო მაგრამ დაბალანსებული (არც დაცვაში რომ ხარ ჩაკეტილი და არც უაზრო თავგუდმოგლეჯილ შეტევაში და კონტრშეტევებით 20 წუთში რომ აგებ თამაშს)ფეხბურთის თამაში დააწყებინა, ნახევარი ციკლი ვაცადეთ და გავაგდეთ ხელფასის დაკლების მოთხოვნით, მაშინ როცა ვაისის ხელფასს არც არავინ ასაჯაროებს და კახაზე ნაკლებიც არ აქვს დიდი ალბათობით. აი ეს კაცი, რომელსაც ეხლა ევროპული ქვეყნის ეროვნული ნაკრები ეპატიჟება, რომ გადავიდეს იქ და თუნდაც თავის არდამფასებელ სამშობლოს ნაკრებთან ფეხბურთი ათამაშოს, რატომაა ერის ღალატი. გულზე ხელი დაიდეთ ყველამ, რომ ასეთ სამსახურზე უარს იტყოდით და მერე ესროლეთ ქვები საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, თავისი ფულით რომ ყიდულობდა იმ დროში ფორმებს ბიჭებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994წლის) თამაში რომ დათმო საქართველოს ნაკრების გამო..
valderrama
14:25 08-02-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული