მსოფლიო ჩემპიონატის თასი საქართველოშია! - არ მოგვიგია, მაგრამ...

AutoSharing Option
ის საქართველოშია! არ მოგვიგია, მაგრამ ერთი დღით თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და "კოკა-კოლას" პარტნიორობით, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ჩამოვიდა.

დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. თბილისის აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს "თბილისი მოლის" ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

მსოფლიო თასს "კოკა კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დახვდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერას.

FIFA-ს
მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური "კოკა-კოლამ" 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფოტოებზე ყველას სავსე კოკა-კოლის ბოთლი რომ უჭირავთ, ეტყობა იციან რა მავნეცაა და იმიტომ არ სვამენ ხომ? :)
ქომაგი
13:02 08-02-2018
1
chem shvilsaaq bolo modeli lamborjinis potoebi otaxshi.mesis da neimaris potoebi.ori tu sami bolo iaxtebis potoebi magram amchamonatvalidan arcerttan araperi gvakavshirebs samwuxarod ,iseve rogorc am tastan...magocnebas da magnair tass mepiradad boloadgilze gasvla da msoplioze monawileoba mirchevnia
euhh
12:32 08-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული