კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.

"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.

"მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის.

მე, როგორც საჯარო პირს,
მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც, დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით არ ვამართლებ ჩემს საქციელს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვწუხვარ მომხდარ ფაქტზე.

აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.

მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს", - წერს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ "ტორპედომ" 2 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სახლში წადი პატივცემულო და სხვა ხელობას მოჰკიდე ხელი- ეს საქმე არ იცი!!!!!
jino
01 მარტი 2018 14:59
1
ტყულად არავინ გლაძღავთ, არაფრის მაქნისები რომ ხართ მაგიტოც გლანძღავენ. თქვენ კიდე ქუჩიდან მოსულები ხართ, ახსნა–განმარტების და პასუხის გაცემას ცემა–ტყეპა გირჩევნიათ. სირცხვილია ის რაც მოხდა, რაც ამ კაცმა ჩაიდინა და რეაგიება უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. მაგრამ მთვარი მაინც მიზეზია, ერთია ის რომ უმაქნისობოთ აფუჭებთ საქმეს და მერო კიდე განზრახ ქმედებით. "დაუმსახურებლადო" მაგრა გამეცინა. ჯალათი ვადაჭკორიას დამკვეთევი ხართ :D
Gff-ს
28 თებერვალი 2018 13:10
2
მოვიტხოვოტ ამ ზონდერის განტავისუფლება.ბოიკოტი ფეხბურტს...
bajo
28 თებერვალი 2018 11:21
2
ფატქი 1: გოლებს ვუყურე და წესების დაცვით გავიდა ყველა,
ფაქტი 2: ცნობილი ფაქტია, რომ შუკაკიძე პატიოსანი და წესიერი ადამიანია,
ფაქტი 3: გინება და ცემა-ტყეპა.
სხვა რამეშია საქმე და ჩვენი ფეხბურთის ,,საამაყო" ოჯახი გვიმალავს რაღაცას, თუმცა ეს ხომ მათი ცხოვრების სტილია და რა გვიკვირს.
ბს
28 თებერვალი 2018 09:57
1
ვაი თქვენს პატრონს...თქვენ როგორ გიძლებთ ხალხი.......?! კახაია სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი ხარ თუ ძველი ბიჭი?
xai tarakunem respublik
27 თებერვალი 2018 17:43
3
ნეპოტიზმი სამსაჯო სტრუქტურაში: მამუკა ელიკაშვილი-მასაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი, შვილი გიორგი ელიკაშვილი-ფიფას ასისტენტი;გიორგი კიკაჩეიშვილი-მსაჯთა კომიტეტის წევრი,შვილი გოგა კიკაჩეიშვილი-ეროვნული კატეგორიის არბიტრი;გურამ ჩიგოგიძე-ასევე კომიტეტის წევრი,შვილი დავით ჩიგოგიძე ფიფას ასისტენტი;ავთანდილ შალამბერიძე მენჯერი,შვილი კახა შალამბერიძე ფედერაციის პრეს სამსახურის უფროსი.
პ.ს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ფეხბურთის ფედერაციის საიტზე.
ქუხი
27 თებერვალი 2018 17:24
3
ეს ის ელიკაშვილია თამაშებს რომ აწყობ(და)ს? ადრე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი იყო მგონი.
გენძეხაძესთან ერთან ბევრი თამაშის ჩაწყობა გაფუჭებაში აქვს გასვრილი ხელი.
ქომაგი
27 თებერვალი 2018 21:52
0
ამათ ოჯახური ბიზნესი ქონიათ!!!!
ჯიმშო
27 თებერვალი 2018 18:07
0
მაგაზე არ ინევრიულო კახა დარაგოი. შენი გაწევ-გამოწევა, რომელიც არც არავის უნახავს ეკრანებზე, რა მოსატანია პრემიერის გაწევ-გამოწევასა და გინებასთან შედარებით, რომელიც ეკრანებზე ვიხილეთ! ამასთან, ამბობთ თმენის ვალდებულება მაქვსო! კი, გაქვსო, მაგრამ არა გაქვსოოოო. ან ვის უხდი ბოდიშს? ვის რაში აინტერესებს თქვენს "საფეხბურთო ოჯახში" რა ხდება? თუმცა რახან კმენტარი გავაკეთე, გამოდის რომ გვაინტერესებს. აბა მეცა ვყოფილვარ რა!!!!!!!!
pavle ingorokva
27 თებერვალი 2018 15:50
1
ბერიკა პატიოსანი კაცია! ფედერაციის ქმედების მოთმენაც ძნელია ბატონებო.როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ვადაჭკორიას უნამუსობას? დინამო-ტორპედოს მატჩის მერე საერთოდ უნდა აეგრძალათ მსაჯობა და სამსაჯო განყოფილებაში რა ხდება? ან რა ხალხი მუშაობს გადახედეთ.კორუფციის და ნეპოტიზმის ბუდეა.
ემზარი
27 თებერვალი 2018 15:28
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული