azerisport.com: ქართული მაგალითი. როგორ აკეთებენ მეზობლები იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია

AutoSharing Option
azerisport.com - ზე დაიბეჭდა წერილი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე, რომელიც ვფიქრობთ, უინტერესო არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის. გთავაზობთ მის მცირედით შემოკლებულ ვარიანტს:

"ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე გავიდა მასალა, რომელშიც ავტორები ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის ალეკპერ მამედოვის ტურნირის ჩატარების იდეით გამოდიოდნენ. რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით დავინტერესდით და შორს წასვლა არ დაგვჭირდა. რამოდენიმე საათის სავალზე, ჩვენთვის ასე ახლობელ საქართველოში გავემგზავრეთ. უკვე რამოდენიმე წელია იქ გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას ტურნირი ტარდება. ამჯერად ტურნირზე თბილისის "დინამო", მინსკის
"დინამო", კიევის "დინამო", მოსკოვის "სპარტაკი", "ესპანიოლი", "ვიტესი" და "ჯენოა" მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები 24-29 აპრილს გაიმართება.

შარშან ამ ტურნირზე "გაბალას" 16-წლამდელთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, წელს კი ჩვენი წარმომადგენელი გუნდი თბილისში არ იასპარეზებს. არა აქვს მნიშვნელობა არ მიგვიწვიეს, თუ მიგვიწვიეს და უარი ვუთხარით. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა, რომლის ჩვენთან საფეხბურთო თვალსაზრისით ჩამორჩენა ყოვლად უსაფუძვლო მითია და მეტი არაფერი, შეუძლია მიიწვიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები. დარასელია უამრავი შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია და მიუხედავად ამისა, ფული და სპონსორები მოიძიეს.

ჩვენთან კი უარის თქმის ტრადიციული მიზეზი ერთია - ფული არა გვაქვს. ეს როგორც სსრკ-ში იყო: სექსი არ იყო და ბავშვები იბადებოდნენ. აი, საქართველოში კი ამ ფულს შოულობენ და ტურნირზე 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ტურნირი ტრადიციულია.

თავისი მაგალითით საქართველო გვაჩვენებს, როგორ უნდა ჩატარდეს სახელგანთქმული ფეხბურთელის ტურნირი. საქმე ალბათ, იმაში გახლავთ, რომ იქაურ მეცენატებს უყვართ და აფასებენ თავიანთ ფეხბურთს, ცდილობენ უკეთესი გახადონ და  მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები და კლუბები საუკეთესო შედეგებს ვერ აღწევენ, არ ნებდებიან. შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ აზერბაიჯანი ერთადერთი კავკასიური სახელმწიფოა, რომლის კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთის საძირკველი ბავშვთა ფეხბურთში იყრება და ასეთი ტურნირები აუცილებელია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟურნალისტის ვინაობა არ წერია, თუმცა, შეგვიძლია, თამამად ვივარაუდოთ, რომ ბატონ ლევან კობიაშვილს აზერსპორტის ჟურნალისტობაც შეუთავსებია...
მსქროლავი ტროლი
17:00 03-03-2018
3
მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ჩვენი და აზერების საქმე ასეა.
ქომაგი
16:44 03-03-2018
3

სიახლეები პოპულარული