ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 აპრილს, "დინამოს" აკადემიის მოედანზე დარასელიას თასის გათამაშება დაიწყო.

ტურნირის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს სფფ-ის აკადემიის და "ესპანიოლის" გუნდები დაუპირისპირდნენ.

საინტერესო შეხვედრა მაღალ რიტმში წარიმართა. სათამაშო უპირატესობას, ძირითადად, სტუმრები ფლობდნენ, თუმცა სფფ-ის გუნდიც სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს და ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. ესპანელებმა კი თავიანთი უპირატესობა თითო ტაიმში გატანილ თითო გოლში ასახეს და საბოლოოდ 2:0 იმარჯვეს.

სფფ-ის აკადემია 0:2 ესპანიოლი
გოლები: 0:1 პოლ მოლინა (11), 0:2 პოლ ფელისესი (54)
გაფრთხილება: მაყაშვილი (65), ჟისპერი (68)

სფფ-ის აკადემია: ხაბაზი, ტალახაძე, აბჟანდაძე,
გრიგალაშვილი, ლატარია, ფოცხვერია, მაყაშვილი, მეხტიევი (გოგოხია 47), პატაშური (სეხნიაშვილი 52), ბეჭვაია (ჟივიძე 39), ქუნთელია (თავზარაშვილი 39)

ესპანიოლი: პლაზა (ერვასი 36), დ. მოლინა (ერასი 36), პერეირა, ბუბაქარი, მოლინო (ნიეტო 56), კუენკა, პ. მოლინა (კასტელო 30), რეგატიიო (რამოსი 36), ფორტუნი (ილალი 36), ჟუსტო (ფელისესი 36), ჟისპერი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული