თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ინფორმაციით, "ანორთოსისში" თემურ ქეცბაიას შესაძლო დაბრუნება საბოლოოდ გამოირიცხა.

ქალაქ ფამაგუსტას კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ რონი ლევისთან შრომითი ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებით გული "ანორთოსისის" ძალიან ბევრ გულშემატკივარს დასწყდა, რადგან მათ ქეცბაიას დაბრუნება სურდათ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული