"ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია

AutoSharing Option
ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლამპროს ლამბროსმა თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა.

"თემურს ყველა ვიცნობთ და ვიცით, რა ემოციურია ყველა მომენტში. ის განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა და ამას ამჟღავნებდა.

ქეცბაია დამარცხებას არ იღებდა და მისი არსებობა ეხმარებოდა გუნდს, დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

რატომაა ახლა თემური უგუნდოდ? ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, ქეცბაიას პატარა გუნდის გაწვრთნა არ შეუძლია.

ის ახლა იმ დონეზეა, რომ მიწვევებს დიდი გუნდებიდან ელოდება, მათ შორის, უცხოურიდანაც", - აღნიშნა ლამბროსმა.

▶ თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო და საქართველოს ნაკრებში თავი არ დაუზოგავს მაგრამ როგორც მწვრთნელი აუტანელი იყო.საეჭვოა ეგეთი ხასიათის მწვრთნელი რომელიმე გუნდმა აიტანოს.
მოყვარეს პირში უძრახე
17:00 18-04-2018
12
ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე ცუდი მოგონება. თითქმის უტოპია იყო ქეცბაია-სიჭინავას ტანდემი ფეხბურთში. დღემდე მგონია, რომ სიზმარი იყო ეს ყველაფერი. როგორ მართლა ეს კაცი იყო 6 წელი ნაკრების მწვრთნელი? მართლა საკუთარ თავთან მოვდივარ კონფლიქტში:) არადა ვიცი რომ ეს მართლა ხდებოდა.
სულ2
20:53 18-04-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული