გავრცელებული ინფორმაციით, "ლეგიას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მწვრთნელის, რომაო ჯოზაკის მუშაობით და მისი შეცვლა აქვთ განზრახული.
ქეცბაიასთან ერთად პოლონური კლუბის გარშემო რამდენიმე გვარმა გაიჟღერა, მაგრამ წყაროს ცნობით, ქართველი აღნიშნულ პოსტზე მთავარი კანდიდატია.
ქართველსა და "ლეგიას" პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე გამართულა. ქეცბაია ბოლოს რუსულ "ორენბურგს" ედგა სათავეში.
▶ "ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია