ჩხუბი, რომელიც თბილისის "დინამოსა" და "ჯენოას" 15-წლამდელთა გუნდებს შორის მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მატჩში თბილისის "დინამოსა" და იტალიური "ჯენოას" ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.

ინციდენტი შეხვედრის 67-ე წუთზე მოხდა, თუმცა რამდენიმე წუთში სიტუაცია განიმუხტა და არბიტრმა თბილისის "დინამოს" ორი და "ჯენოას" 3 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რითაც მათ ჯგუფში პირველი ადგილი და ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.

რაც შეეხება ტურნირს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 15-წლამდელთა გუნდებს შორის ტარდება და უკვე მესამე წელია შეჯიბრის ორგანიზატორი თბილისის "დინამოა".

▶ დარასელიას თასი: 5 გაძევება "დინამო" -
"ჯენოას" მატჩში და განაღდებული პირველი ადგილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ეხლა ეგ როგორ შეიძლება დიდი მინუსი ტურნირს ჩემგან
NIGHT
13:12 26-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული