დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "სპარტაკი" პენალტების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღევანდელი დღის მეორე ნახევარფინალში დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა. შეხვედრამ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია და აკადემიაში საქომაგოდ უამრავი ადამიანი მოვიდა. შეხვედრა ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, თუმცა ამას გუნდებისთვის ხელი არ შეუშლია.

შეხვედრის 70 წუთი, რომელიც მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, უგოლოდ მიილია. თბილისელებს რამდენჯერმე შეეძლოთ სტუმართა კარის აღება, თუმცა რიგ შემთხვევებში სპარტაკის მეკარე ყოჩაღობდა, რიგ შემთხვევებში კი თბილისელებს სიზუსტე აკლდებოდათ.

საბოლოოდ მატჩისშემდგომი პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც თბილისელებმა უკეთ შეასრულეს და მეტოქეს ორის წილ ოთხი გოლი გაუტანეს. დინამოელებმა ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს და
ხვალ დინამო არენაზე ესპანიოლს დაუპირისპირდებიან. ფინალი 17.00 საათზე დაიწყება.

დინამო 0:0 (4:2 პენ) სპარტაკი
გაფრთხილება: სალუქვაძე, შიტოვი

დინამო: ხარშილაძე, ხვადაგიანი, კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, სიხარულაშვილი (ქავთარაძე 36), სიჭინავა, გაგნიძე, აბუაშვილი, ჩხეტიანი, ზურაბიანი (სალუქვაძე 36)

სპარტაკი: მელიოხინი, გენჩუ, დეტენიშევი, ერმაკოვი, ლაიკინი, ლაშკოვი, პილიპენკო, საფარიანი, თუმანიანი, შაგიახმეტოვი, შიტოვი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხი გამარჯვებას მოწყურებულია, წარმატებები დინამოს და ვულოცავ გამარჯვებას. ღმერთი თქვენსკენ.
roma
11:05 29-04-2018
0
აი რატომაა მნიშვნელოვანი,რომ საქართველოს ჩემპში დიდი ფული ჩაიდოს და სწორად წარიმართოს,მართლაც გამორჩეული ნიჭი იბადება აქ ვიდრე სხვაგან,ეს ჩაანს პატარებში და შემდეგ ნელდება ეს ყველაფერი,რადგან განვითარება არ ხდება შემდეგ...და მეორე ქართველებს სულ ცოტა გვჭირდება და ხალხი სტადიონებს დაუბრუნდება ამ თამაშმაც დაადასტურა ეს
გენეცვალეთ
09:53 29-04-2018
0

სიახლეები პოპულარული