ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე წელს 6 უცხოური კლუბი იასპარეზებს

AutoSharing Option
15-დან 21 აპრილის ჩათვლით, "დინამოს" საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მეოთხედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში "ესპანიოლსა" და "დინამო თბილისს" შორის გათამაშდა და ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

მოახლოებულ ტურნირზე, "დინამო თბილისის" გარდა, ასევე სფფ-ის აკადემია, "ფეიენოორდი" (ჰოლანდია), "ბრაგა" (პორტუგალია), "ციურიხი" (შვეიცარია), "ვულვერჰემფთონი" (ინგლისი), "ემპოლი" (იტალია) და "დინამო კიევი" (უკრაინა) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ "ციურიხის" მთავარი გუნდის ღირსებას - ლევან ხარაბაძე, ხოლო "ემპოლისას" ლევან მჭედლიძე
იცავს.

მატჩები "დინამოს" აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქაც ფეინოორდი...
მესხი
23:36 03-08-2019
0

სიახლეები პოპულარული