Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

AutoSharing Option
Brabants Dagblad-ი რამოდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხს" (ხშირად "დენ ბოშად" მოიხსენიებენ) არნემის "ვიტესის" ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას 21 წლის შვილი ლევანი ყიდულობს.

ადრე კლუბის დირექტორმა პოლ ვან დენ კრაანმა, რომელიც მერაბთან "ვიტესში" მუშაობდა, განაცხადა, რომ მზადაა ინვესტორებთან მოლაპარაკებისათვის და არაფერს არ გამორიცხავს.

ჟურნალი Voetbal International-ი თებერვალში წერდა, რომ "დენ ბოსხი" აზიელ ინვესტორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა ვან დენ კრაანმა ამ ინფორმაციის მართებულობა უარყო.

ზემოხსენებული ყველა ინფორმაცია გუშინ dtvdenbosch.nl-მ გაავრცელა.

ცნობისათვის, "დენ ბოსხმა" ჰოლანდიის რანგით მეორე
დივიზიონის (იუპილერ ლიგა) დასრულებულ ჩემპიონატზე 47 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.

ლევანი მამის მსგავსად ნახევარმცველია, მაღალი და ტექნიკურია, "ოლიმპში" ვარჯიშობდა, მერე "ვიტესის" ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, 2015 წელს გრუსბეკის "აკილესში" გადავიდა, იანვრიდან პსვ-შია და მალე შესაძლოა კონტრაქტი გაუფორმონ.

ეს ვიდეო 2016 წელს გამოქვეყნდა, სადაც შვილის ვარჯიშს მერაბი ადევნებს თვალს და ლევანი Omroep Gelderland-ს ინტერვიუს აძლევს.

მოგვიანებით მერაბმა თქვა, რომ ჰოლანდიურ პრესაში გაიპარა უზუსტობა და "დენ ბოსხის" შეძენას მისი მეორე ვაჟიშვილი კახი გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული